დელფინი ვერ ეგუება შვილის სიკვდილს (ემოციური ვიდეო)
სპეციალისტების მონაცემებით, განვითარებული ძუძუმწოვრები, მათ შორის დელფინები, არანაკლებ შეიგრძნობენ დარდს. ამ ფაქტს ამტკიცებს ფლორიდის სანაპიროსთან გადაღებული ვიდეო, სადაც მდედრი დელფინი თავისი ნაშიერის სიკვდილს ვერ ეგუება და მის სიცოცხლისკენ დაბრუნებას თავისებურად ცდილობს.

სულისშემძვრელი ვიდეო, სადაც დედა დელფინი თავისი შვილის მკვდარ სხეულს ფსკერისკენ არ უშვებს და ყველანაირად ცდილობს ის ზედაპირზე დარჩეს, ფლორიდის მოქალაქემ ტვიტერის საკუთარ გვერდზე განათავსა. კადრები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ადამიანი ერთადერთი სულიერი არაა, რომელსაც ემოციები გააჩნია.

მდედრი დელფინი თავისი შვილის სხეულის უფრო ზემოთ აწევას ცდილობს იმ დროს, როცა სხვა დელფინი
სასოწარკვეთილი დედის გარშემო ცურავს და მის დახმარებას ცდილობს.

ეს დელფინის გონიერების გამოვლენისა და მაღალი მგრძნობელობის
პირველი შემთხვევა არაა. ის, დიდი ალბათობით, ისევე როგორც ადამიანი, ვერ ეგუება უახლოესი ნათესავის სიკვდილს.

უცნობია, თუ რა გარემოებაში მოკვდა ზღვის პატარა ძუძუმწოვარი, თუმცა, ადგილობრივების ვარაუდით, შესაძლოა, ზღვის ცხოველის სიკვდილი წყლის ტრანსპორტთან შეჯახება გახდა, რაც ამ რაიონში იშვიათობა არაა.

"ზრდასრულებთან შედარებით, პატარა დელფინები გაცილებით ნელა ახდენენ მანევრირებას. აქედან იწყება უბედურებაც", - წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი.

Zooclub

სპეციალისტები არაერთხელ დააკვირდნენ, თუ როგორ იქცევიან მოძმეების სიკვდილის შემთხვევაში მაღალგანვითარებული ძუძუმწოვრები. როგორც წესი, ისინი ცდილობენ მკვდარ ნათესავთან კონტაქტსა და მისი სიცოცხლისკენ დაბრუნებას. ექსპერტების აზრით, ეს ქცევა ადამიანის დიდი ტკივილით გამოწვეული დარდის იდენტურია.

"მსგავს შემთხვევებში, ცხოველები ავლენენ არაადაპტირებულ ქცევებს. მაგალითად, მეგობრის/ახლო ნათესავის სხეული დიდი ხნის განმავლობაში თან დააქვთ ან რჩებიან გვამის გვერდით. ანალოგიური ქცევები აქვთ ხმელეთზე ბინადარ ძუძუმწოვრებსაც. ეს გამოწვეულია დარდითა და შეუგუებლობით, როდესაც ცხოველს არ სურს საყვარელი არსების "გაშვება" და მის სიკვდილთან შეგუება", - წერენ სპეციალისტები 2018 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში.

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

მომვლელები გაოცებულნი იყვნენ, როდესაც დელფინმა საკუთარი შვილი მოკლა, მაგრამ ამას თავისი მიზეზი ჰქონდა

ფოტოებზე აღბეჭდილი გრაციოზული ჯიქების ცხოვრება

მაკე ძროხა სატვირთო ავტომობილიდან გაიქცა, რათა თავისი ხბო სასაკლაოდან ეხსნა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?