error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/ec440e2340597224e7f1af07df7f8ffc.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
მომვლელები გაოცებულნი იყვნენ, როდესაც დელფინმა საკუთარი შვილი მოკლა, მაგრამ ამას თავისი მიზეზი ჰქონდა
მომვლელები გაოცებულნი იყვნენ, როდესაც დელფინმა საკუთარი შვილი მოკლა, მაგრამ ამას თავისი მიზეზი ჰქონდა

დედის სიყვარული შვილების მიმართ უძლიერესი ინსტინქტია ცხოველთა

სამყაროში. დელფინი ერთ-ერთი ჭკვიანი არსებაა დედამიწაზე და მას ეს შეგრძნება ადამიანებზე კარგად აქვს განვითარებული. დელფინების ოჯახში უფროსები ზრუნავენ პატარებზე. ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც დელფინი ადამიანის დასახმარებლად მოულოდნელად გამოჩენილა. მდედრი დელფინები ძალიან ეჩვევიან თავიანთ შვილებს და ყოველთვის იცავენ მათ საშიშროებისაგან.

ნაგოიას (იაპონია) ოკეანერიუმში მომხდარმა ფაქტმა ადამიანების აღშფოთება და გაოცება გამოიწვია. მომვლელებმა აღმოაჩინეს, რომ მდედრმა დელფინმა, სახელად ლულუმ, საკუთარი ახალშობილი მოკლა.

Zooclub

ამ ფაქტის ახსნა თავიდან ვერავინ შეძლო, თუმცა, ზოოაქტივისტების თქმით, ყველაფერი მარტივია. კერძოდ, ლულუ ზრდასრულ ასაკში თავის
ოჯახის წევრებთან ერთად დაიჭირეს. მისი ოჯახის წევრების უმეტესობა მოკლეს, რათა ხორცად გაეყიდათ. ლულუ კი პატარა
აუზში მოათავსეს, ყველანაირი არჩევნის გარეშე დააკარგინეს თავისუფლება.

Zooclub

"დელფინები საოცრად ჭკვიანი ცხოველები არიან. ლულუმ კარგად იცის, თუ რა არის თავისუფლება. მას არ დავიწყებია, რა გაუკეთეს მის ოჯახს ადამიანებმა. დელფინები არ უნდა ცხოვრობდნენ პატარა აუზში, მათი ადგილი ზღვებსა და ოკეანეებშია. დელფინს შეუძლია ცურვისას 55 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს, ასევე, გაცუროს წყლის სიღრმეში 300 მეტრზე, თუმცა, ლულუ, რომელიც მსგავს თავისუფლებას იყო შეჩვეული, აღმოჩნდა პატარა აუზში გამოკეტილი. ეს მისთვის ცხოვრება არ არის და მას არ სურდა, მისი ახალშობილიც დატანჯულიყო ტყვეობაში. სწორედ ამიტომ მიაყენა საკუთარ შვილს სასიკვდილო ზიანი,"- აცხადებენ აქტივისტები.

საერთაშორისო ორგანიზაცია "Whale and Dolphin Conservation"-ი ცდილობს, მიიქციოს ადამიანების ყურადღება და ითხოვს, რომ აიკრძალოს დელფინების დაჭერა, მათი მოკვლა და ტყვეობაში ყოფნა. სპეციალისტების თქმით, ყველაზე კარგად გაკეთებული აუზიც კი, დელფინისთვის ციხეა და მათი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

ზღვის ცხოველები ტყვეობაში 20 წლამდე ცოცხლობენ, იმ დროს, როცა დელფინის სიცოცხლის ხანგრძლივობა, თავისუფალ გარემოში, 50 წელია. ვეშაპების შემთხვევაში უფრო საშინელი მდგომარეობაა: ისინი თავისუფლებაში 80-90 წელი ცოცხლობენ, ხოლო ტყვეობაში, სულ რაღაც 10 წელი.

"წარმოდგენები ადამიანების გასართობად იმართება და არა ცხოველებისთვის. დაიმახსოვრეთ, ცხოველები არ იბადებიან აკრობატებად და მსახიობებად. ყოველი ილეთი დაბადებულია სისასტიკითა და ტკივილით.

Zooclub

ლულუს არ სურდა, რომ მისი შვილი ტყვეობაში გაზრდილიყო. ზოოაქტივისტები ითხოვენ, რომ აიკრძალოს გარეულ ცხოველთა ტყვეობაში ყოფნა, გარდა აუცილებლობისა. მათ გააკეთეს პეტიცია, სადაც ითხოვენ, აიკრძალოს დელფინების დაჭერა და მათი აუზებში გადაყვანა.

ასევე იხილეთ:

ცირკის სპილო, წარმოდგენის დროს, დაშავებული მეგობრის დასახმარებლად გაიქცა

როცა ისინი ერთმანეთს 20 წლის შემდეგ შეხვდნენ, შიმპანზემ გაიხსენა ყველაფერი, რაც ამ ქალს მისთვის გაუკეთები


არავის სჯეროდა, რომ საშინელ მდგომარეობაში მყოფი ძუ ვეფხვი მოხეტიალე ცირკს თავს დააღწევდა და გადარჩებოდა

გიორგი
სად ნახეთ ვეშაპი ტყვეობაში?
ბროლა*
ხო მ "ახსნას" წყალი არ გაუვა - თურმე ტყვეობაში არ უნდოდა თავისი შვილის ყოფნა
D
დელფინები და ვეშაპები თავის თავში ატარებენ ადამიანთა გენებს.იმ შემთხვევაში,თუკი კაცობრიობა გადაშენდება,მაშინ მათში დაცულ ადამიანის გენებით აღადგენს უზენაესი ადამიანს. დელფინებმა და ვეშაპებმა იციან ამის შესახებ და ამიტომაც მათ უხარიათ ადამიანებთან ახლო ურთიერთობა. ისინი თავისუფლად დაცურავენ ზღვებსა და ოკეანეებში. მათი დატყვევება და ხირცად მირთმევა აკრძალულია თვითონ უზენაესის მიერ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?