ფოტოებზე აღბეჭდილი გრაციოზული ჯიქების ცხოვრება
ფოტოებზე აღბეჭდილი გრაციოზული ჯიქების ცხოვრება
ჯიქი ვეფხვის, ლომისა და იაგუარის შემდეგ, პანტერების გვარის ყველაზე პატარა წარმომადგენელი, თუმცა, მათ შორის ყველაზე ლამაზია. ამ დიდი კატის  ბინადრობის არეალი აფრიკაა, ეს უნიკალური არსება დაახლოებით 500 000 - 820 000 წლის წინ წარმოიშვა.

ბლოგის ავტორი: "ჯიქი ჩემი საყვარელი აფრიკული "მოდელია". აფრიკაში ხშირად სპეციალურად მის სანახავად დავდივარ.

მაისის დასაწყისში ბოტსვანიდან,  ექსკურსია მძღოლისგან მივიღე შეტყობინება, რომ ერთ-ერთ ძუ ჯიქს 3 ნაშიერი შეეძინა.

Zooclub

მე დიდი ხანი ვოცნებობდი პატარა მტაცებლების გადაღებას და აი, შანსიც მომეცა. ყველაფერი მივატოვე და ივნისის ბოლოს დელტაში, ოკავანგოს მდინარის სიახლოვეს გავემგზავრე.

Zooclub

როდესაც მამბოს ბანაკში მივედი, გიდმა ხესთან მიმიყვანა, რომლის ტოტებზეც ჯიქის ახლად დაჭერილი ნადავლი - ანტილოპა
იმპალა ეკიდა.

Zooclub

ჩვეულებრივ, თუ ძუს პატარა ბოკვრები ჰყავს, ის პატარებს ტოვებს და სანადიროდ მიდის. წარმატებული ნადირობის შემთხვევაში, დედას საკუთარ ნაშიერებთან ნადავლი მიაქვს. ეს ხდება მხოლოდ დღე, როდესაც ლომები და აფთრები ნაკლებად აქტიურნი არიან.

Zooclub

სიმართლე რომ გითხრათ, არ ველოდი, თუ ძუ ჯიქს თავის შვილებთან ერთად პირველივე დღეს შევხვდებოდი, თუმცა, გამიმართლა. თავიდან იმ ფრინველის ხმიანობა მომესმა, რომელიც მტაცებლის მოახლოებას გვაუწყებდა, ხოლო შემდეგ ჯიქი ორ ნაშიერთან ერთად გამოჩნდა. როგორც შევიტყვე, მან სამი ბოკვერი გააჩინა, თუმცა, ჩემს ჩასვლამდე 2 კვირით ადრე ერთი მათგანი აფთარმა მოკლა.

Zooclub

ისინი ყურადღებას არ გვაქცევდნენ, აძვრნენ ხეზე და ნადავლის ჭამა დაიწყეს. ამ ასაკში ისინი ლეშის ჭამას იწყებენ.

საფარაში ყოფნის პერიოდში, მათ ყოველდღე უთვალთვალებდი და არა ერთი საინტერესო წუთებიც ვიხილე. მაგალითად - აფთრების და ბაბუინების ბოკვრებზე თავდახსმა.

Zooclub

ჯიქის ნაშიერები სწრაფად იზრდებიან და აუცილებელია მათი ხშირი გამოკვება. ერთ დღეს დედამ ისინი 3 დღე დატოვა და სანადიროდ წავიდა.

ანტილოპა იმპალა - ჯიქის მთავარი ნადავლი:

Zooclub

ჯიქებს აფთრები ფეხდაფეხ დასდევენ და ზოგჯერ ნადავლის წართმევასაც ახერხებენ.

Zooclub

როდესაც დედა თავის ნაშიერებთან დაბრუნდა, დავინახეთ, თუ როგორი სიხარულით შეხვდნენ პატარები. ეს წამები სამუდამოდ მემახსოვრება.

Zooclub

Zooclub

საფარაში ყოფნის პერიოდში, მომდევნო სტუმრობაც დავჯავშნე - ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის დასაწყისში. მინდოდა, იგივე ბოკვრები ზრდასრულ ასაკში ფოტოებზე გადამეღო.

Zooclub

Zooclub

Zooclub

როდესაც დასაბრუნებლად ვემზადებოდი, ექსკურსია მძღოლმა შემატყობინა, რომ ძუ ჯიქმა ორივე ბოკვერი დაკარგა. შესაძლოა, ისინი აფთრებმა ან ლომებმა მოკლეს, თუმცა, სასიამოვნო სიახლეც მომწერა - ჩემი ჩასვლის პერიოდში, მტაცებელი ისევ ელოდებოდა შვილებს.

Zooclub

დაბადებიდან პირველ თვეს პატარა არსებები ძალიან ცოტას მოძრაობდნენ. დედა მათ დიდი ხნით არ ტოვებდა, ამიტომ ჯიქის ახლოდან ხილვა თითქმის შეუძლებელი იყო.

Zooclub

ცნობისთვის, მცირე პროცენტია იმისა, რომ ჯიქის ბოკვერი გადარჩეს. მე კარგად ვიცოდი მათი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ ძუს დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი. მას 12 შვილი ჰყავდა და მხოლოდ 2 გადარჩა, ისინი მოკლეს ლომებმა და აფთრებმა. ამავე ჯიქის დედამ 14 ბოკვერი გააჩინა, თუმცა, მხოლოდ ერთმა ძუ ბოკვერმა მიაღწია ზრდასრულ ასაკამდე.

გამოცდილი მდედრი ჯიქი მუდმივად იცვლის სამალავს - გადაჰყავს საკუთარი შვილები ერთი ბუნაგიდან მეორეში.

"აი ისინიც, დედა-შვილი, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში ვუთვალთვალებდი"

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?