შორიახლოდან ჩანდა, რომ შეშინებული ცხოველი ყინულის უზარმაზარ მასაზე უმოძრაოდ იწვა.

თავიდან მეთევზეებს პატარა არსება სელაპის ნაშიერი ეგონათ, თუმცა, როდესაც მიუახლოვდნენ, აღმოჩნდა, რომ ყარსალი ყინულის ტყვეობაში მოექცა და გამოსავალს ვერ პოულობდა. ცხოველს მტანჯველი სიკვდილი ელოდა - წყალსა და ყინულს შორის, ამასთანავე, ნაპირიდან რამდენიმე მილის მოშორებით და აისბერგის ზემოთ მფრინავი თოლიები

მეთევზეებმა გასაჭირში მყოფი მტაცებელი ვერ მიატოვეს. ისინი ყარსალის გადარჩენას ცდილობდნენ, თუმცა, შეშინებული არსება ნავში არ ჩადიოდა. ამიტომ, მამაკაცებს ყინულის გატეხვა და მტაცებელთან ცოტა ბრძოლაც მოუწიათ. როდესაც ცხოველი ყუთში აღმოჩნდა, დამშვიდდა და ემჩნეოდა, რომ ძალიან დასუსტებული იყო.
მას ჭრილობები არ ჰქონდა, თუმცა, შეშინებული და გამოფიტული ჩანდა. ყარსალი შესაძლოა, აისბერგზე საკვების ძებნისას აცოცდა, ხოლო როდესაც ყინული დაიშალა, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

გადარჩენიდან პირველი 5-6 საათი ცხოველი საკვებს არ იღებდა - ის ყუთში გაუნძრევლად იწვა.

მოგვიანებით, სოსისი და ორცხობილა მიირთვა.

მეთევზეებმა მტაცებელი, წყლიდან მოშორებით, გაშლილ ტერიტორიაზე გაუშვეს.
ერთ-ერთი გადამრჩენელის თქმით, ყარსალი მადლიერების ნიშნად მამაკაცებს მიუახლოვდა, რამდენიმე წამი მათ თვალებში უცქერდა, ხოლო შემდეგ გაიქცა. მას შემდეგ ცხოველი, მეთევზეების სიახლოვეს, საკვების მისაღებად იშვიათად ჩნდება.
ასევე იხილეთ:
მუშებს ეგონათ, რომ გაყინული მდინარიდან ძაღლი გადაარჩინეს
სანაპირო დაცვის თანამშრომელმა ლეკვის გადარჩენა ბოლო წამებში მოასწრო
ბრიტანელმა საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო, რათა ცხვარი გადაერჩინა