სანაპირო დაცვის თანამშრომელმა ლეკვის გადარჩენა ბოლო წამებში მოასწრო (ემოციური ვიდეო)
ქალაქ მილუოკში (უისკონსინი​ს შტატი, აშშ) ლეკვი გაყინულ მდინარეში ჩავარდა. ცხოველი ნაგავთან და ყინულთან ერთად დინებამ წაიღო.

როდესაც სანაპირო დაცვის თანამშრომელმა გასაჭირში ჩავარდნილი ლეკვი შენიშნა, მის დასახმარებლად წყალში დაუფიქრებლად გადახტა. მამაკაცმა პატარა არსება ბოლო წამს გადაარჩინა, როდესაც ის უკვე ყინულმა და ნაგავმა დაფარა.

შეშინებული და გაყინული ლეკვი ვეტერინარულ კლინიკაში წაიყვანეს, სადაც მას ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩინეს.

ცხოველის გადარჩენას ათობით ადამიანი თვალს ადევნებდა და გულშემატკივრობდა. ემოციური კადრები ერთ-ერთმა თვითმხილველმა ვიდეოზე გადაიღო და ინტერნეტ სივრცეში გაავრცელა.

ასევე იხილეთ:

ადამიანი, რომელსაც ბუნებაში განტვირთვა სურდა, საოცარი ფაქტის
მონაწილე გახდა


გოგონა გაყინულ ტბაში ძაღლის გადასარჩენად ჩახტა

მუშებს ეგონათ, რომ გაყინული მდინარიდან ძაღლი გადაარჩინეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?