მამაკაცი მეგობრის სანახავად ყოველ დილით ტბორთან მიდის, ცხოველი მას ნებისმიერ ამინდში ელოდება (+ვიდეო)
ტყეში, ტბორის სიახლოვეს მდებარე პატარა ხის სახლში მამაკაცი მარტო ცხოვრობს. მას ჰყავს ერთადერთი მეზობელი -  წავი, რომელზეც ზრუნავს. ის ყოველ დილით გადის სახლიდან და მიემართება ტბორისკენ, სადაც პატარა ცხოველი მოუთმენლად ელოდება.

წავი წყლიდან ამოდის და მასთან ერთად ხის სახლში მიდის. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველი საოცრად ფრთხილია, ის გემრიელად მიირთმევს ადამიანის მიერ მისთვის გამზადებულ საკვებს.


წავი ნებისმიერი სახეობის თევზს დიდი სიამოვნებით შეექცევა, თუმცა, ერთ ნაჭერს ბოლოში იტოვებს, რათა თავის სამყოფელში წაიღოს.

ზრდასრული წავები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ცხოვრობენ, შესაძლოა, სწორედ ამიტომ დაუმეგობრდა ის მამაკაცს,
რომელიც ტყეში მარტო ცხოვრობს.

კადრები ველური ბუნების ფოტოგრაფმა ვიდეოზე აღბეჭდა.

ასევე იხილეთ:

მყვინთავი 25 წელია, საუკეთესო
მეგობარს აკითხავს, თუმცა, ის საშინელი შესახედაობის თევზია


კენგურუმ თავის გადამრჩენელთან შვილი მიიყვანა და გასაზრდელად დაუტოვა

თოლია ყოველდღე აკითხავს 80 წლის მამაკაცს, რომელმაც 12 წლის წინ ის გადაარჩინა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?