მყვინთავი 25 წელია, საუკეთესო მეგობარს აკითხავს, თუმცა, ის საშინელი შესახედაობის თევზია (+ვიდეო)
იაპონელი მყვინთავი დაუმეგობრდა თევზს, რომელიც მან გადაარჩინა. მამაკაცი ზღვის არსებას 25 წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ხვდება. იაპონელის თქმით, თევზი ცნობს მის სახეს და მეტიც, ის მოფერებისა და კოცნის ნებასაც რთავს.

მყვინთავი ჰირუჰოკი არაკავა, იაპონიის ქალაქ ტატეუამაში, წყალქვეშა პარკში მუშაობს. ის 79 წლისაა. ასაკის მიუხედავად, თითქმის ყოველდღე ჩადის წყლის ქვეშ, რათა გარკვეული დრო მეგობართან ერთად გაატაროს.

არაკავას თქმით, მისი და თევზის მეგობრობა 25 წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ ისინი იმდენად დაუახლოვდნენ ერთმანეთს, რომ თევზი მას კოცნისა და მოფერების ნებას რთავს.

Zooclub

არაკავამ თევზი სწორედ 25 წლის წინ გადაარჩინა, იმ დროს, როცა ზღვის ბინადარი წყალქვეშა პარკის სიახლოვეს
დასუსტებული მივიდა და დამოუკიდებლად საკვების მოპოვება არ შეეძლო. მამაკაცი მას 10 დღის განმავლობაში კიბორჩხალებით კვებავდა. ამ პერიოდში იაპონელი მყვინთავი ისე შეეჩვია თევზს, რომ მას ყოველდღე სტუმრობს.

Zooclub

"ვფიქრობ, მან იცის, რომ გადავარჩინე. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ცხოველის შეჩვევა, თუ მას საკვებს მიაწვდის", - ამბობს არაკავა.

Zooclub

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ზოგიერთი სახეობის თევზს ადამიანის სახის ამოცნობა შეუძლია, თუმცა, ეს მეცნიერულად ჯერ არ დამტკიცებულა. მყვინთავი კი ირწმუნება, რომ მის მიერ გადარჩენილ წყლის არსებას ნამდვილად შეუძლია სახეების ამოცნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ აიხსნება ის, რომ თევზი მამაკაცს მიახლოების ნებას რთავს?

ასევე იხილეთ:

ვეშაპმა ადამიანი სიკვდილისგან იხსნა

სელაპი მყვინთავს მიუახლოვდა და მოფერება სთხოვა

ყოველი ჩაყვინთვისას მყვინთავს ერთი და იგივე ზვიგენი უახლოვდება მხოლოდ იმიტომ, რომ ჩაეხუტოს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?