ზღვის წავის მიერ კალათბურთის თამაშის ვიდეოს ტელეეკრანებზე NBA-ს თამაშის დროსაც კი აჩვენებდნენ (+ვიდეო)
ორეგონის შტატის (აშშ) ზოოპარკში მცხოვრები ზღვის წავი, სახელად ედი, 19 წლის ასაკში კალათბურთს თამაშობს.

როდესაც ედი პატარა იყო, კალიფორნიის სანაპიროზე იპოვეს და მონტერეის ოკეანარიუმში გადაიყვანეს. 2000 წელს ის ორეგონის ზოოპარკში მოხვდა.

2013 წელს გამოკვლევის დროს ცხოველს ართრიტი აღმოაჩნდა. ვეტერინარებმა მას ფიზიოთერაპია დაუნიშნეს.

იმის გამო, რომ ზღვის წავებს არ აქვთ გააქტიურებული სახსრების მოძრაობა, ედის მეთვალყურემ სხვა საშუალებას მიმართა - მან გადაწყვიტა, წავისთვის ესწავლებინა კალათბურთის თამაში.

ქალბატონის თქმით, ეს იყო ძალიან იოლი, რადგან წავმა მანამდე უკვე იცოდა ნივთების მოტანა. როდესაც ედი იღებდა გადაგდებულ
ბურთს, მას თათი რკალს ზემოთ ეჭირა, შემდეგ კი თათს უშვებდა და ნივთი კალათში ვარდებოდა.

ყოველ
ჯერზე, როდესაც წავი წარმატებით უმკლავდებოდა თავის საქმეს, აჯილდოებდნენ სასუსნავით. აქვე აღნიშნავენ, რომ ამ ვარჯიშმა ცხოველს ძალიან არგო.

ფრედის მიერ ”კალათბურთის თამაშის” ვიდეოს ტელეეკრანებზე NBA-ს თამაშის დროსაც კი აჩვენებდნენ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?