მშიერი ძუ იაგუარი მდინარესთან თევზის დასაჭერად მივიდა, მაგრამ გიგანტურმა წავებმა ის გააგდეს.
ორგანიზაცია Panthera-ს მკვლევარებმა სახალისო სცენა სან-ლორენცოს მდინარეზე (პანდანალის ნაკრძალი) გადაიღეს.
3 წლის იაგუარმა, სახელად აგუმ, მდინარის ნაპირი წყალში საკვებზე სანადიროდ შეარჩია.

"გაბრაზებულმა წავებმა იაგუარს წყლიდან შეუტიეს", - ამბობს ნაკრძალის თანამშრომელი აილტონ ლარა.
საკუთარი ტერიტორიის დაცვის მიზნით, წავები დამახასიათებელ ხმიანობას გამოსცემდნენ და ფართხალებდნენ.
"გარკვევით გამოჩნდა, რომ მათი შეშინების ტაქტიკა კარგად მუშაობდა, რადგან მტაცებლის კუდის მოძრაობა შიშის განცდას მიუთითებდა. წავების ალფა-მამრის გამოჩენამ იაგუარი კიდევ უფრო დააფრთხო", - ამბობს ნაკრძალის თანამშრომელი.

Panthera-ს წარმომადგენლის თქმით, პანდანალის ნაკრძალში ყველაზე მეტი იაგუარი ბინადრობს.
მომდევნო დღეს აგუ კვლავ ესტუმრა მდინარის ნაპირს, თუმცა, მან ნადირობის ნაცვლად ხეების ჩრდილში დასვენება ამჯობინა.

პანდანალის ცოცხალი ბუნება საოცრად მრავალფეროვანია, თუმცა, ამ ადგილის წყლებს წავები მართავენ.

"გიგანტური წავები ძლიერი, საშიში და ძალიან სწრაფი წყლის მტაცებლები არიან (ზოგიერთი ადგილობრივი ტომი მათ "წყლის იაგუარსაც" უწოდებს). ისინი ჯგუფებად ცხოვრობენ, იცავენ საკუთარ ტერიტორიას და ერთმანეთს", - წერს მკვლევართა ორგანიზაცია "Panthera" საკუთარ ბლოგზე.
ზრდასრული გიგანტური წავის სიგრძე 2 მეტრამდე აღწევს, ხოლო წონა 20 კგ-მდე.
წყარო: dailymail
ასევე იხილეთ:
იაგუარისა და ნიანგის ბრძოლა: საოცარი კადრები თვითგადარჩენისა და ნადავლისთვის
კამეჩი პატარა სპილოს თავს დაესხა, თუმცა, რამდენიმე წამში დედა სპილო გამოჩნდა...
საოცარი გადარჩენის ისტორია! დათვის ბელი პუმასგან თავის დაღწევას ცდილობს