სანაპიროზე ზღვის უცნაური არსების ჩონჩხი აღმოაჩინეს, რამაც სპეციალისტები გააკვირვა
სანაპიროზე  ზღვის უცნაური არსების ჩონჩხი აღმოაჩინეს, რამაც სპეციალისტები გააკვირვა
ახალი ზელანდიის ნაპირებთან აღმოაჩინეს წყლის არსების გახრწნილი ჩონჩხი, რომელმაც ადგილობრივი მცხოვრებლები აღაშფოთა. მისი აგებულება იმდენად უცნაური იყო, რომ ზოგიერთმა უცხოპლანეტელს შეადარა.

"უცნაურ არსებას ორი ფეხი, კუდი, ბასრი კლანჭები და ფრთებზე საცეცები ჰქონდა", - წერს გამოცემა "The Sun"-ი.

ჩონჩხი კრაისტჩერჩის მცხოვრებმა ჰანა მერიმ, სანაპიროზე სეირნობისას, აღმოაჩინა. ქალს თავიდან მასთან მიახლოების შეეშინდა, რადგან იფიქრა, რომ უცნაური არსება შესაძლოა შხამიანი ყოფილიყო, თუმცა, მოგვიანებით, ის ტაქსედერმისტთან წაიღო. წყლის ცხოველის ამოცნობა სპეციალისტმაც კი ვერ შეძლო.

Zooclub

ჰანამ ფოტოები სოციალურ ქსელში ატვირთა, რათა ინტერნეტ მომხმარებლებს საკუთარი აზრი დაეფიქსირებინათ.

Zooclub

"ჩემის
აზრით, ეს ღრმა წყლების ზღვის სკაროსია-Bathyraja abyssicola, მაგრამ უჩვეულო მუტაციით", - წერს ერთ-ერთი ინტერნეტ მომხმარებელი.

Zooclub

წყლის
და ატმოსფერული კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელმა მალკოლმ ფრენსისმა ივარაუდა, რომ ზღვამ ნაპირზე ახალზელანდიური ღრმა წყლების ცხენის ჩონჩხი გამორიყა. სწორედ ამ სახეობის მამრობით წარმომადგენლებს აქვთ ფარფლებზე ბრჭყალები, რომელსაც გამრავლებისთვის იყენებენ.

ასევე იხილეთ:

ბუნების კიდევ ერთი გამოცანა! ზღვამ ათმეტრიანი ამოუცნობი არსება გამორიყა

მამაკაცმა სანაპიროზე აღმოაჩინა "ცოცხალი ხალიჩა", სადაც ათასობით გაურკვეველ არსებას თავი მოეყარა

მდინარის ნაპირზე აღმოაჩინეს უცნაური თევზი ეშვებითა და შავი ეკლებით - სპეციალისტები ჩიხში არიან
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?