მდინარის ნაპირზე აღმოაჩინეს უცნაური თევზი ეშვებითა და შავი ეკლებით - სპეციალისტები ჩიხში არიან
მდინარის ნაპირზე აღმოაჩინეს უცნაური თევზი ეშვებითა და შავი ეკლებით - სპეციალისტები ჩიხში არიან
ლივერპულში მდინარემ გამორიყა უცნაური არსების ლეში, რომელსაც ეშვები და შავი ეკლები ჰქონდა. ექსპერტების აზრით, მკვდარი "მონსტრი" შესაძლოა, იყოს დელფინი, ზღვის გოჭი ან უბრალოდ დიდი თევზი, თუმცა, დაზუსტებით ამის თქმა შეუძლებელია. გვამი იმდენად იყო შეცვლილი, რომ სავარაუდოა, სხეულის დიდი ხნის წინ გახრწნა, - წერს გამოცემა "Mirror"-ი.

ფანჯრების მწმენდავმა, შონ ჰოლიმ, საიდუმლოებით მოცული ცხოველი იმ დროს აღმოაჩინა, როდესაც სამსახურში კოლეგასთან ერთად მიდიოდა. ცხოველს ეშვები ემჩნეოდა, ხოლო კანი ლორწოვანი ჰქონდა. მამაკაცის თქმით, ის პრეისტორიულ არსებას მოგაგონებდათ.

Zooclub

"თავიდან გვეგონა, რომ სელაპი ვიპოვეთ და დასახმარებლად მივუახლოვდით, მაგრამ გვამი
დაგვხვდა", - ამბობს შონი.

Zooclub

შონი ცხოველთა დაცვის რამდენიმე ორგანიზაციას დაუკავშირდა, თუმცა, შემთხვევის ადგილზე მისვლა არავინ ისურვა.
ფოტოების დახმარებით, ლივერპულის ზღვის ბინადართა ბიოლოგიის მასწავლებელი შეეცადა ამოუცნობი არსების წარმომავლობის გარკვევას, თუმცა, ანალიზის გარეშე ამის გაკეთება ძალიან გართულდა. წინასწარი ვერსიით, მკვდარი ცხოველი ვეშაპისებრთა ოჯახს მიეკუთვნება.

წყარო: mirror

ასევე იხილეთ:

მამაკაცს სამუდამოდ ემახსოვრება ის დღე, როცა ეს უცნაური არსება საკუთარ ბაღში აღმოაჩინა. წლების განმავლობაში მას ვერავინ პოულობდა...

მამაკაცმა სანაპიროზე აღმოაჩინა "ცოცხალი ხალიჩა", სადაც ათასობით გაურკვეველ არსებას თავი მოეყარა

უკვდავი "სუპერ-ცხოველი", რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ახალგაზრდავდება...ის ბუნების კანონებს არღვევს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?