მამაკაცმა სანაპიროზე აღმოაჩინა "ცოცხალი ხალიჩა", სადაც ათასობით გაურკვეველ არსებას თავი მოეყარა
ქალაქ როსდეილის (ქვინსლენდი, ავსტრალია) მცხოვრებლები საოცარი ფაქტის მომსწრენი გახდნენ. მათი სანაპირო დაფარა ცოცხალმა ხალიჩამ, რომელიც ჟელესმაგვარი მასისგან შედგებოდა. 

ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ გადაღებულ ვიდეოს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველას ერთი კითხვა აწუხებდა - "რა არის ეს?",  მაგრამ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის უცხო არ იყო, თუ რა "მითიური" არსებები ამოცოცდნენ ზღვიდან.

თავიდან  ყველას მედუზა ეგონა, მაგრამ ამ არსებას ფიზალიას, იგივე "Portuguese man o' war"-ს უწოდებენ.  წყლის ცხოველი, რომელიც სიფონოფორიას სახეობას მიეკუთვნება, გავრცელებულია ავსტრალიაში.

Zooclub

ფიზალია შხამიანი არსებაა. საბედნიეროდ, ვიდეოს ავტორმა ამის შესახებ იცოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში,
იგი შესაძლოა, სერიოზულად დაზიანებულიყო.

თვითმხილველმა  კომენტარებში დაურთო, რომ ყოველი ახალი ტალღისას, წყალს ნაპირზე კიდევ უფრო მეტი ფიზალია გამოჰქონდა
- "საშინელი სანახავი იყო".

Zooclub

ამ მოვლენის ახსნა მეცნიერულად შესაძლებელია. ფიზალია კოლონიური ორგანიზმია, შედეგად ისინი ჯგუფურად გადაადგილდებიან. ეს არსებები დამოუკიდებლად ვერ მოძრაობენ, ამას აკეთებს წყალი ან ქარი.

ამ შემთხვევაში ნაპირზე წარმოუდგენელი რაოდენობის ფიზალია გამოირიყა, რაც შესაძლოა, კლიმატის ცვლილებებით აიხსნას.

არსებულ მოვლენას მეცნიერები შეისწავლიან.

ასევე იხილეთ:

ზღვამ 4,000-ზე მეტი მკვდარი თევზი ნაპირზე გამორიყა

უცნაური მოვლენა - რატომ შეიკრიბა 230 თეთრი დათვი ვრანგელის კუნძულზე?

ასობით რვაფეხას ხმელეთზე ამოსვლამ უელსის მცხოვრებლები საგონებელში ჩააგდო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?