საბერძნეთის კუნძულებთან ახლოს ფოტოგრაფის კადრში უცხო ცხოველი მოხვდა
საბერძნეთის კუნძულებთან ახლოს ფოტოგრაფის კადრში უცხო ცხოველი მოხვდა
შოტლანდიელმა ტურისტმა, 52 წლის ხარვი რობერტსონმა კორფუს (საბერძნეთი) სანაპიროზე უცნაური არსება აღმოაჩინა.

მამაკაცი ოჯახთან ერთად ნავით დაცურავდა და ზღვის მღვიმეებს იღებდა. ერთ-ერთი ასეთი მღვიმის გადაღებისას ხარვი რობერტსონმა ზღვის ზედაპირის რამოდენიმე ფოტოც გადაიღო ისე, რომ განსაკუთრებით არ დაკვირვებულა, რას იღებდა.

უცნაური ცხოველის ფიგურა მოგვიანებით შეამჩნია, როდესაც მიღებული კადრების დათვალიერება დაიწყო. ტურისტის თქმით, მას წარმოდგენა არ აქვს, ეს რა შეიძლება იყოს.

ფოტოზე უცნაური თავი და თვალები ჩანს. Daily Mail-ის ექსპერტებმა ასევე ვერ შეძლეს იმის გარკვევა, თუ რა ცხოველი შეიძლება ყოფილიყო.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?