მამაკაცმა რვაფეხა გადაარჩინა და ზღვაში გაუშვა... წყლის ბინადარი დაბრუნდა და უცნაური ქცევით ადამიანს მადლობა გადაუხადა (ემოციური ვიდეო)
როდესაც ადამიანს დახმარების ხელს ვუწვდით, თითქმის ყოველთვის ვიღებთ მადლობას. ცხოველებს საუბარი არ შეუძლიათ, თუმცა, მათ უნარი აქვთ, კეთილი საქმისთვის ჩვენ მიმართ მადლიერება გამოხატონ. სწორედ ასე მოხდა ამ საოცარი ისტორიის შემთხვევაშიც.

მამაკაცმა სანაპიროზე შენიშნა პატარა რვაფეხა, რომელიც სილით იყო დაფარული და წყალში დაბრუნებას ვერ ახერხებდა. ზღვის პირას დამსვენებლები, უმეტეს შემთხვევაში, მას ფოტოებზე აღბეჭდავდნენ და აკვირდებოდნენ მის შემდგომ ქმედებებს, მაგრამ მამაკაცმა წყლის ბინადარი პლასტიკურ  ქილაში გადაიყვანა და ზღვაში გაუშვა.

რვაფეხა თავი
დან არ მოძრაობდა, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ, ის ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდა, ძალები მოიკრიბა და საცეცები გაასწორა. ამის შემდეგ უჩვეულო რამ მოხდა: იმის მაგივრად, რომ ზღვის ბინადარს სიღრმისკენ გაეცურა,
თავის გადამრჩენელთან დაბრუნდა, საცეცებით მამაკაცს ფეხზე შეეხო, თითქოს მადლობა გადაუხადა და ამის შემდეგ ნაპირიდან გაუჩინარდა.

"ეს ნამდვილად ჯადოსნური და ემოციური მომენტი იყო. ასეთ მადლიერებას ვერასოდეს დავივიწყებ და მგონია, რომ მთელი ცხოვრება მემახსოვრება", - ამბობს მამაკაცი.

ასევე იხილეთ:

გედი ეხუტებოდა ადამიანს, რომელმაც გადაარჩინა

ეს საოცარი ამბავი ამტკიცებს, რომ ცხოველთა მადლიერება არსებობს და ის ბევრად ძლიერია ადამიანის მადლიერებაზე!

"მომაკვდავი გარეული ფრინველი გადავარჩინე და ახლა ის სულ თან დამყვება..."


!!!
ვიცი დამცინებთ, მაგრამ გამორიცხავთ, რომ მასში ადამიანის სული არ იყოს ჩასახლებული ?/ რეიკარნაცია/
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?