"მომაკვდავი გარეული ფრინველი გადავარჩინე და ახლა ის სულ თან დამყვება..."
"მომაკვდავი გარეული ფრინველი გადავარჩინე და ახლა ის სულ თან დამყვება..."
ამ ფუმფულა არსებაზე უარი თქვა მშობელმა და მომაკვდავი მიატოვა, მაგრამ 39 წლის რობ ადამსონმა ფრინველის სიკვდილი არ დაუშვა.  შედეგად პატარა თავის გადამრჩენელს სითბოსა და სიყვარულს ყოველდღე უზიარებს.

დიდ ბრიტანეთში გედის ნაშიერი ახალგაზრდა მშენებლისთვის ნამდვილი მეგობარი გახდა მას შემდეგ, რაც მამაკაცმა ის ცოცხალმკვდარი მდინარის ნაპირას იპოვა.

"ჩემმა მეგობარმა ჯონმა მომაკვდავი ფრინველი შეამჩნია. ის იყო დაჭრილი და მიწიდან თავის აწევაც კი არ შეეძლო. როგორც ჩანს, პატარა არსებას თავს დაესხა ცხოველი. ვიფიქრეთ, რომ დედა მის წასაყვანად დაბრუნდებოდა, მაგრამ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, მდედრი გედი
არ გამოჩენილა. პატარა არსება ვერ დავტოვე, ამიტომ სახლში წამოვიყვანე", - წერს სოციალურ ქსელში რობ ადამსონი.

Zooclub



მამაკაცმა გარეული ფრინველი ვეტერინართან წაიყვანა. სანამ გედის ნაშიერს ექიმი დახმარებას უწევდა, რობი ცხოველთა დაცვის სამეფო საზოგადოებას დაუკავშირდა, თუმცა, ისინი ვერაფრით დაეხმარნენ. ამიტომ რობმა გადაწყვიტა, ფრინველი სახლში წაეყვანა იმ დრომდე, სანამ დამოუკიდებლად არსებობას შეძლებდა. მას სახელიც კი დაარქვა - სიდნი. გედის ნაშიერს სრულ გამოჯანმრთელებამდე ერთი კვირა დასჭირდა.


Zooclub



"მე მიყვარს ცხოველები, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, თუ ოდესმე გედის გაზრდა მომიწევდა. ის იმდენად შემეჩვია, რომ სამსახურშიც ერთად დავდივართ. სიდნი ჩემს ჩიხუახუას - სოფისაც გავაცანი. ისინი დამეგობრდნენ და მოსწონთ ერთად ყოფნა", - ამბობს რობი.

Zooclub



Zooclub



სიდნი იმდენად შეეჩვია თავის გადამრჩენელს, რომ მას გვერდიდან არ შორდება. რობი საწოლის გვერდზე იდგამს მუყაოს ყუთს, რომელიც განკუთვნილია ფრინველისთვის, თუმცა, პატარა არსებას პატრონთან ერთად საწოლში ძილი ურჩევნია. მამაკაცის თქმით, სიდნი არ იძინებს, სანამ მას მხარზე არ მიეკრობა.

Zooclub



"ერთადერთი, რასაც ვერ მივეჩვიე, ეს დილით ადრე გაღვიძებაა. არ ვიცი როგორ, მაგრამ სიდნიმ თითქოს იცის, რომ მზე გამთენიის ოთხ საათზე ამოდის და მაშინვე იღვიძებს, რასაც საკუთარ თავზე ვერ ვიტყოდი", - ამბობს რობ ადამსონი.

Zooclub



ეს საოცარი ისტორია შესაძლოა სამუდამოდ გაგრძელებულიყო, მაგრამ მამაკაცს კარგად ესმის, რომ მალე სიდნის ველურ ბუნებაში გაშვება მოუწევს. ეს გარდაუვალია. რობის თქმით, ეს საშინელი წუთები იქნება მის ცხოვრებაში, მაგრამ იმედოვნებს, რომ სიდნი მისი სახლის სიახლოვეს დაბინავდება და მის ნახვას ხშირად შეძლებს.

ასევე იხილეთ:

"ყველა მეუბნებოდა, რომ ის ვერ გადარჩებოდა"

მამაკაცმა ლომის ბოკვერი გადაარჩინა... ცხოველი მადლიერებას ჩახუტებით გამოხატავს

მამაკაცმა გადაარჩინა პატარა არსება, თუმცა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ცხოველი იყო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?