პოლიცია "ცოფიან" ენოტებს დასაჭერად დიდხანს დასდევდა, თუმცა, ცხოველები ნასვამები აღმოჩნდნენ
პოლიცია "ცოფიან" ენოტებს დასაჭერად დიდხანს დასდევდა, თუმცა, ცხოველები ნასვამები აღმოჩნდნენ
ყველასთვის ცნობილია, რომ ცხოველს უნდა მოვერიდოთ, თუ ის აგრესიულად და უცნაურად იქცევა, თუმცა, მისი ქცევა ხშირ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ იგი ცოფის ვირუსითაა დაავადებული. 

მილტონში (აშშ) პოლიციამ დაიჭირა ორი ენოტი, რომლებზეც ეჭვი ჰქონდათ, რომ ცოფით იყვნენ დაავადებულნი, თუმცა, სინამდვილეში ნასვამები აღმოჩნდნენ - წერია სოციალურ ქსელში, ქალაქის პოლიციის გვერდზე.

მოქალაქემ პოლიციაში ცხოველების უცნაური ქცევის შესახებ განაცხადა: ენოტები ბარბაცით დადიოდნენ, ხოლო ერთ-ერთი მათგანი ღობეზე გადასვლას ცდილობდა და გადმოვარდა.

Zooclub

სამართალდამცველებმა ცხოველები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

სპეციალისტებმა ენოტებს ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დაუდგინეს.

ცხოველები განყოფილებაში რამდენიმე საათი გააჩერეს,
ხოლო გამოფხიზლების შემდეგ კვლავ ბუნებრივ არეალში დააბრუნეს.

ასევე იხილეთ:

ფერმიდან გაქცეული ტახი ერთი კვირის შემდეგ მთვრალი
იპოვეს



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?