შეშინებული მამაკაცი პოლიციას დაუკავშირდა და აცნობა, რომ ციყვი უთვალთვალებდა...
შეშინებული მამაკაცი პოლიციას დაუკავშირდა და აცნობა, რომ ციყვი უთვალთვალებდა...
პოლიციელები გამოძახებაზე მივიდნენ მამაკაცთან, რომელსაც ციყვი ატერორებდა. "დაზარალებულის" თქმით, ჯიუტი მღრღნელი მას ერთი წამითაც არ ტოვებდა.

კურიოზული სიტუაცია გერმანიის ქალაქ კარლსრუეში მოხდა. ფოტოზე აღბეჭდილია დამნაშავე ციყვი.

Zooclub

9 აგვისტოს პოლიციის განყოფილებაში ზარი დაფიქსირდა: მამაკაცმა განაცხადა, რომ მას უთვალთვალებს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევს მღრღნელი. ოფიცერმა შემთხვევის ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი გაუშვა. ადგილზე მისული სამართალდამცველები კულმინაციური სცენის მომსწრენი გახდნენ - ციყვი მამაკაცის ტერორს კვლავ აგრძელებდა, თუმცა, დრამატული თვალთვალი უეცრად დასრულდა. არა ერთი მცდელობით დაღლილი "დამნაშავე", მოულოდნელად მიწაზე დაწვა და დაიძინა. სწორედ ამის შემდეგ, ცხოველი
სამართალდამცველებმა აიყვანეს.

Zooclub

"თუ ციყვი ნაადრევად დაკარგავს დედას, შესაძლოა, ყურადღება გადაიტანოს შემთხვევით გამვლელ ადამიანზე და თავისი
ქცევებით მისგან მზრუნველობას ითხოვდეს. მამაკაცმა არ იცოდა, რა გაეკეთებინა ამ დროს, ამიტომ პოლიცია გამოიძახა. ის საშიშროებას გრძნობდა", - ამბობს პოლიციის პრესმდივანი კრისტინა კრენი.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ცხოველი შესაძლოა ძალიან გაჯიუტდეს და არა მარტო გაეკიდოს შერჩეულ ობიექტს, არამედ სერიოზულად შეაწუხოს კიდეც. ადგილობრივმა პოლიციელებმა დაკავებულ მღრღნელს  "კარლ-ფრიდრიხი" დაარქვეს. პატარა ციყვს ცხოველთა გადარჩენის ცენტრში სათანადო მზრუნველობას გაუწევენ.

ასევე იხილეთ:

ხეზე "თოფით შეიარაღებული" კატა იჯდა. მოსახლეობამ პოლიცია გამოიძახა...

წყურვილით შეწუხებული ციყვი ტურისტებს მიუახლოვდა და თათებით წყალს თხოვდა

ავტოფარეხში შესულმა მამაკაცმა იგრძნო, რომ ჭერიდან რაღაც უთვალთვალებდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?