ავტოფარეხში შესულმა მამაკაცმა იგრძნო, რომ ჭერიდან რაღაც უთვალთვალებდა
ავტოფარეხში შესულმა მამაკაცმა იგრძნო, რომ ჭერიდან რაღაც უთვალთვალებდა
ავსტრალია მთელ მსოფლიოში გამოირჩევა, როგორც ყველაზე საშიში და უცნაური არსებების ბინადრობის არეალი. მათ კი ყველაზე უჩვეულო ადგილებზე შეხვდებით.

მამაკაცი დილით სამსახურში წასასვლელად გაემზადა, მანქანის გამოსაყვანად ავტოფარეხში შევიდა და უეცრად  იგრძნო, რომ მას რაღაც უთვალთვალებდა. ინტუიცია გამართლდა, მას მართლაც უთვალთვალებდნენ.

ავსტრალიელმა ჭერში აიხედა და დაინახა უზარმაზარი პითონი, რომელიც ზევიდან მშვიდად აკვირდებოდა. ალბათ ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელსაც გველების არ ეშინია, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მამაკაცს ფობიური გველების შიში - ოფიდიოფობია ჰქონდა. მოულოდნელი სტუმრის ხილვისას, ის შოკში იყო - არ შეეძლო მოძრაობა და მანქანაში
ჩაჯდომა.

Zooclub

რამდენიმე წუთში მან ძალები მოიკრიბა და დაუკავშირდა გველების დამჭერ ორგანიზაციას. ნახევარი საათის შემდეგ შემთხვევის ადგილზე
სპეციალისტი სტივ ლელორი მივიდა. მისი თქმით, ორმეტრიანი პითონი ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენდა, რადგან ქვეწარმავალი 5 კგ-მდე ცხოველს თუ მოერეოდა, ადამიანზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

Zooclub

უდავოა, ავსტრალიელი მამაკაცი ამ ფაქტმა ვერ დაამშვიდა.

სპეციალისტმა პითონი დაიჭირა და უსაფრთხო ადგილზე გაუშვა, რადგან მისი მოკვლა ავსტრალიის კანონის მიხედვით მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაშია შესაძლებელი.

ასევე იხილეთ:

მამაკაცი აუზში პითონთან ერთად ნებივრობს

პითონი, რომელიც 4 ბავშვთან ერთად ვეტერინარის ოჯახში ცხოვრობს

ძაღლმა კატები 5-მეტრიანი პითონის თავდასხმისგან გადაარჩინა
გიორგი
ამ კაცს ისე ამუნათებენ, შოკი მიიღო და მანქანაში ვერ ჯდებოდაო, თითქოს სტატიის ავტორები უცებ დაკეცავდნენ ამ პითონს და ჩემოდნით გამოიტანდნენ გარაჟიდან.
datiko48s
ვაი,შენს პატრონს,უკბილო ხუმრობა.სუფთა ღრუზინი ხარ
დათიკო48
აუ,სიდედრი როგორ ჩასაფრებია გარაჟში,კიდევ კარგი რომ გადარჩა!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?