წყურვილით შეწუხებული ციყვი ტურისტებს მიუახლოვდა და თათებით წყალს თხოვდა (+ვიდეო)
სოციალურ ქსელში უჩვეულო ვიდეო რგოლი გავრცელდა. ინგლისელმა პოლ კემპსიმ, არიზონას ერთ-ერთ პარკში, გადაიღო ემოციური კარდები - წყურვილისგან შეწუხებულმა ციყვმა დაივიწყა შიში და დასახმარებლად ტურისტს მიმართა.

საცოდავი მღრღნელი ბოთლს თათებით დასწვდა და გამაგრილებელ სითხეს ხარბად სვამდა.

"თავიდან ციყვი მითვალთვალებდა და თათებს ჩემკენ სწევდა, თითქოს სურდა, რომ ხელში ამეყვანა. ამ დროს ხელში წყლით სავსე ბოთლი მეჭირა და ჩემს მეგობარ გოგონას გადავეცი, რათა გარემო ტელეფონის კამერით გადამეღო. უეცრად მღრღნელმა ხტუნვა ჩემი მეგობრის მიმართულებით დაიწყო.  მივხვდით, რომ წყალს გვთხოვდა. როგორ შეგვეძლო ამ საყვარელი არსებისთვის უარის
თქმა", - ამბობს პოლი.

Zooclub

ვიდეოს ავტორმა დაამატა, რომ პატარა ცხოველმა ბოთლიდან წყალი თითქმის სულ დალია.

ასევე იხილეთ:

ლოსების ოჯახს საუკეთესო დღე ჰქონდა, ეს ადამიანების დამსახურებაა

ინდოეთში წყურვილით დატანჯულ ველურ კობრას წყალი ბოთლით დაალევინეს

გაუსაძლისი სიცხის გამო, კოალა ტყიდან გავიდა და ადამიანებთან დახმარების სათხოვნელად მივიდა


fiso
გენაცველე პტარა თატულებშიიიიიიიიიიიიიიიიიი!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?