პოლიციის თანამშრომლები გამოძახებაზე მივიდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კატა სულაც არ ყოფილა შეიარაღებული. თათებით კი ეჭირა ტოტი, რომელიც ძალიან გავდა ავტომატს.
მომხდარის შესახებ ანგარიში პოლიციამ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.
”დილის შეტყობინება შეიარაღებულ კატაზე უსაფუძვლო აღმოჩნდა”.
ასევე, ანგარიშში აღნიშნავენ, რომ ცხოველი ”სიტყვიერად გააფრთხილეს” იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივ ადგილას არ შეიძლება იარაღის მსგავსი საგნით გამოჩენა.