ჩიხუახუას პატრონს ძაღლის აგრესიული ქცევის გამო გაასამართლებენ
ჩიხუახუას პატრონს ძაღლის აგრესიული ქცევის გამო გაასამართლებენ
ლონდონში მცხოვრებმა ფოსტალიონმა, ემი ეშიმ სასამართლოში უჩივლა 63 წლის ჯონ ანსლოუს, რომელმაც საკუთარ ჩიხუახუა ლუის სეირნობისას საბელი მოხსნა.

ქალი ირწმუნება, რომ ეს ცხოველი აგრესიულია და გარშემომყოფებისთვის საშიშროებას წარმოადგენს.

ემის თქმით, აგრესიულმა ჩიხუახუამ მას ფეხზე უკბინა იმ დროს, როცა პატრონთან ერთად საბელის გარეშე სეირნობდა. ქალი ირწმუნება, რომ ძაღლის თავდასხმის შემდეგ იგი იძულებული გახდა მკურნალობა კლინიკაში გაეგრძელებინა.

პირველად ემიმ პოლიციას მიმართა და მოითხოვდა, ძაღლი პატრონისთვის ჩამოერთმიათ, მაგრამ როდესაც სამართალდამცველები ჯონ ანსლოუსთან სახლში მივიდნენ და ცხოველი საკუთარი თვალით იხილეს, დაზარალებულის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მას შემდეგ, რაც ემის მოთხოვნა არ შესრულდა, მან სასამართლოს მიმართა.

Zooclub

თავის მხრივ, ჯონ ანსლოუ ირწმუნება,
რომ ლუის ადამიანების მიმართ აგრესია არასოდეს გამოუხატავს, მით უმეტეს ემი ეშისთვის არ უკბენია. მამაკაცმა აღიარა, რომ შინაურ ცხოველს სეირნობისას საბელი მოხსნა და პირობას დებს, მსგავსი შემთხვევა აღარასოდეს განმეორდება.

Zooclub

"ლუის არათუ უკბენია, არამედ მის სიახლოვესაც არ გაუვლია, მსგავსი შემთხვევა არ მომხდარა. მას ძალიან უყვარს ბავშვები, ლუი ოჯახის ძაღლია", - ამბობს ანსლოუ.

"Daily Mail"-ის ინფორმაციით, სასამართლო დავა კვლავ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ჩიხუახუას სამომავლო ბედი გაურკვეველია.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?