ძაღლი, რომელიც პოლიციაში რამდენიმე წელი მსახურობდა, ავადმყოფობის შემდეგ სრულიად მარტო დარჩა
ძაღლი, რომელიც პოლიციაში რამდენიმე წელი მსახურობდა, ავადმყოფობის შემდეგ სრულიად მარტო დარჩა
ერთგული და საყვარელი ბლადჰაუნდის ჯიშის ძაღლი დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ს პოლიციის რიგებში მსახურობდა. ოთხფეხა მეგობარი სამართალდამცველებს დამნაშავეების დაჭერაში ეხმარებოდა, მაგრამ ერთ დღეს ბლუ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ოფიცერმა ჯონ ჰარინგტობმა სამი წლის ძაღლს, სახელად ბლუს, თათზე უჩვეულო გამონაზარდი შეამჩნია.

ჯონმა ოთხფეხა მეგობარის ვეტერინართან წაყვანა გადაწყვიტა. პოლიციელი ოპტიმისტურად იყო განწყობილი და იმედი ჰქონდა, რომ ბლუს თათზე წანაზარდი ავთვისებიანი არ აღმოჩნდებოდა. სამწუხაროდ, მამაკაცის იმედები არ გამართლდა: ძაღლს სარკომა დაუდგინდა.

ვეტერინარმა ჯონს შესთავაზა, არ დანებებულიყო და ძაღლისთვის ოპერაცია გაეკეთებინათ. ეს თათის ამპუტაციას ნიშნავდა, თუმცა, დიდი შანსი
იყო იმისა, რომ ოთხფეხა გმირი გადარჩენილიყო.

"ქირურგიული ჩარევა ნიშნავს ბლუს გადარჩენის შანსს და სიმსივნისგან განკურნებას",
- განმარტა ვეტერინარმა.

ამპუტაციამ წარმატებით ჩაიარა, რის შედეგადაც ძაღლს ერთი თათი მოჰკვეთეს. მიუხედავად ამისა, ცხოველი არ დანებდა. პირიქით, ოთხფეხა "პოლიციელის" მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდიოდა. როგორც აღმოჩნდა, ოპერაციას ამაოდ არ ჩაუვლია.

Zooclub

რამდენიმე ხანში, ბლუ სრულად გამოჯანმრთელდა, თუმცა, ახალი პრობლემა მისი დაბინავება იყო, რადგან  პოლიციის რიგებში მსახურს ის ვეღარ შეძლებდა.

საცოდავი ძაღლი მასაჩუსეტსის თავშესაფარში მოხვდა. 3 წლის ძაღლი, რომელმაც თათი დაკარგა და  რეაბილიტაციის დიდი კურსი გაიარა, უეცრად მარტო აღმოჩნდა. მის გვერდით არ იყო არც ერთი პოლიციელი, რომლებთან ერთადაც, რამდენიმე წელი, სხვადასხვა დავალებაზე, დამნაშავეების დასაჭერად სიხარულით მირბოდა. 

"ის საოცარი ძაღლია, კარგად აღზრდილი, მეგობრული, რომელსაც უხარია ადამიანების გარემოცვაში ყოფნა", - წერდა სოციალურ ქსელში თავშესაფრის დირექტორი.

ბლუს მარტოობა და სევდა დიდხანს არ გაგრძელებულა, ბედმა ის არ გაწირა, სულ მალე მან არაერთი ადამიანის ყურადღება დაიმსახურა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ, საუკეთესო ოჯახის სრულუფლებიანი წევრიც გახდა. მას ამ ოჯახმა სითბო და მზრუნველობა აჩუქა.

Zooclub

გარდა მზრუნველი ოჯახისა, ახალ სახლში მას ოთხფეხა მეგობარი - გერტრუდაც დახვდა, რომელიც ასევე ბლადჰაუნდის ჯიშისაა.

ასევე იხილეთ:

პენსიაზე გასული პოლიციელი ძაღლი კატას დაუმეგობრდა და თავშესაფარი ერთად იპოვეს

ძაღლი, რომელიც არავის სჭირდებოდა, ახლა მოდელია

პიტბულებიც ტირიან: თავშესაფარში პატრონისგან მიტოვებული ძაღლი ყოველდღე ტიროდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?