ჯიქმა ეკატერინბურგის ქუჩებში ტაქსით იმგზავრა (+ვიდეო)
ეკატერინბურგში მცხოვრებმა ტაქსისტმა სოციალურ ქსელში უჩვეულო ვიდეო გაავრცელა. მის კლიენტებს შორის, არც მეტი არც ნაკლები, ჯიქი აღმოჩნდა.

ნათელია, რომ მძღოლი გაფრთხილებული იყო მგზავრის შესახებ, რადგან ცხოველის მფლობელმა წინასწარ შეატყობინა მას, რომ იქნებოდა დიდ კატასთან ერთად, რომელსაც ხელში აიყვანდა.

მგზავრობა ათ წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა და როგორც ვიდეოში ჩანს, ტაქსისტს უჩვეულო მგზავრი ძალიან მოეწონა. მტაცებელი მშვიდად იქცეოდა, თითქოს ტრანსპორტით გადაადგილება მისთვის უცხო არ იყო და მძღოლს ავტომობილის მართვაში ხელს არ უშლიდა.

"ჯიქს ყოველდღე ვერ შეხვდები", - აღნიშნავს ტაქსისტი.

სოციალური ქსელის ზოგიერთმა მომხმარებელმა ვარაუდი
გამოთქვა, რომ მტაცებელს სეზარი ერქვა და ადგილობრივი ფოტო სტუდიის კუთვნილება იყო.

როგორც ირკვევა, ეგზოტიკური ფოტოების
გადასაღებად, სტუდია თავის კლიენტებს, ჯიქთან ერთად სურათების გადაღებას სთავაზობს.

ასევე იხილეთ:

ცნობისმოყვარე ჯიქი ტურისტს ფეხსაცმელზე დასწვდა

დათვმა მანქანა დააზიანა, შემდეგ კი მის სალონში დაიძინა

ლომი ტურისტებთან ავტომობილში შეძვრა და ყველას ჩახუტებით გაუმასპინძლდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?