ცნობისმოყვარე ჯიქი ტურისტს ფეხსაცმელზე დასწვდა (+ვიდეო)
ბოტსვანაში  (აფრიკა) ჩასულმა ტურისტმა ვიდეოზე გადაიღო ჯიქი, რომელიც არა მხოლოდ მიუახლოვდა მას, არამედ ფეხზეც "გაეთამაშა". ვიდეო გამოცემა "The Daily Mail"-მა საკუთარ პორტალზე გამოაქვეყნა.

კადრებში ჩანს, რომ მტაცებელი თათით ეხება ტურისტის ფეხსაცმელს და ფეხებს კაწრავს. როდესაც მოგზაური ძრავს რთავს, ცხოველი ტყისკენ გარბის.

ვიდეოს ავტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯიქმა ფეხზე ნაკაწრი დაუტოვა, მას არ შეშინებია მტაცებლის,  რომელსაც "დიდ საყვარელ კატას" უწოდებს.

ასევე იხილეთ:

ანტილოპა, რომელსაც ავაზა დაედევნა, გადასარჩენად ტურისტების მანქანაში ჩახტა

ტურისტებმა ძლიერი ნებისყოფა გამოავლინეს, როდესაც მათი მანქანის სალონში უეცრად ავაზა ჩახტა

ლომმა ტურისტებით სავსე ავტომობილის კარის გაღება სცადა



nia
რა საყვარელი ბუთქუნა თათუნები აქვს უცებ რომ ჩაევლო კბილები :)))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?