საცოდავი ნაპა მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე იძულებული იყო, ბრბოს წინაშე სხვადასხვა ილეთი ეკეთებინა. ის ტყვეობაში დაიბადა, ამიტომ გალიისა და არენის გარდა არაფერი ენახა. მტაცებლის ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა საგანგაშო იყო.
ორგანიზაცია Four Paws International-ის წარმომადგენლებმა მყარად გადაწყვიტეს ცხოველისთვის იმ პირობების შექმნა, რასაც ის ყოველთვის იმსახურებდა.
მაშველები სერბეთში ჩავიდნენ და ცხოველი წამოიყვანეს. ნაპა შვეიცარიის ალპებში - დათვების ნაკრძალში (Arosa Bear Sanctuary) გადაიყვანეს.

დათვი არასოდეს ყოფილა ასეთი ბედნიერი. თითქოს, ამ სამყაროში მას არაფერი გაახარებდა ისე, როგორც ახალი სამყოფელის ნახვა.

მიუხედავად ამისა, მოხდა ის, რამაც ნაპა კიდევ უფრო გააბედნიერა - ერთ დღეს თოვლი მოვიდა...
ერთ დღეს ძალიან აცივდა, ხოლო შემდეგ მიწა თოვლის ფანტელებმა დაფარა. დათვს ამ დრომდე არასოდეს ენახა მსგავსი საოცრება და ის ძალიან ბედნიერი იყო.

ნაპა ველურ ბუნებაში დამოუკიდებლად ვერ იცხოვრებს, ამიტომ მას სჭირდება გარკვეული დრო, რათა ბუნებრივ გარემოს შეეგუოს.


სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სრული ადაპტაციისთვის ნაპას დასჭირდება დაახლოებით ერთი წელი, ხოლო შემდეგ ის ცივ კლიმატს თავადაც გაუმკლავდება.
წყარო: thedodo
ასევე იხილეთ:
ცირკის ლომმა 13 წლის შემდეგ პირველად ნახა ბუნება, მისი რეაქცია საოცარია
ცირკის ლომების ახალი სიცოცხლე
არავის სჯეროდა, რომ საშინელ მდგომარეობაში მყოფი ძუ ვეფხვი მოხეტიალე ცირკს თავს დააღწევდა და გადარჩებოდა