ცირკის ლომების ახალი სიცოცხლე (+ ფოტო & ვიდეო)
ცირკის ლომების ახალი სიცოცხლე (+ ფოტო & ვიდეო)
ცხოველთა დამცველებმა აფრიკიდან ჩამოიყვანეს 33 ლომი, რომლებსაც 5 000 ჰექტარი მიწა გამოუყეს. ადრე ცხოველები სამხრეთ ამერიკაში ცირკში ცუდ პირობებში ცხოვრობდნენ.

ორგანიზაცია ADI-ს წევრები, რომლებიც ცხოველების გადაყვანით იყვნენ დაკავებულნი, ამბობენ, რომ ახლა ძალიან საინტერესოა ცხოველების, რომლებმაც პირველად გაიარეს ბალახზე და სეირნობენ ხეების ქვეშ, ქცევაზე დაკვირვება.

“ძალიან გახარებული ვარ. მათ ეს დაიმსახურეს. მათ იმდენი გადაიტანეს ცხოვრების მანძილზე”, - ამბობს ADI-ის წარმომადგენელი იანი მათეუსი.

ლომების მგზავრობამ დიდი დრო წაიღო. თავიდან ისინი თვითმფრინავით გაგზავნეს იოჰანესბურგში. შემდეგ რამოდენიმე საათი სატვირთო მანქანით იმგზავრეს.

გადაწყვიტეს ლომები არ გაეშვათ
ველურ ბუნებაში, რადგან ისინი იქ უბრალოდ ვერ იცხოვრებდნენ. ბევრ ცხოველს კბილები ჩამტვრეული ქონდა, ერთი ლომი
კი თითქმის უსინათლო იყო - მას ცალი თვალი არ ქონდა.

ახლა ლომები ეთმანეთთან თამაშობენ. ცხოველთა დამცველების თქმით, ისინი ახალი ცხოვრებით ტკბებიან.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
lia-ს
"თავიდან ისინი თვითმფრინავით გაგზავნეს იოჰანესბურგში. შემდეგ რამოდენიმე საათი სატვირთო მანქანით იმგზავრეს." ვივარაუდებ რომ საქართველოში არ ჩამოუყვანიათ და იოჰანესბურგთან ახლოს გმაოუყვეს მიწის ნაკვეთი (სამხრეთ აფრიკაში).
lia
სად ჩამოიყვანეს ვერ გავარკვიე,თუ საქართველოში და აქ გამოუყვეს ამ მეორადი მოხმარების ლომებს 5 ჰექტარი,ეს მე სულაც არ მახალისებს.სტატიის ავტორს ვთხოვ მეტ გარკვეულობას.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?