რუსი ქირურგი, გართობის მიზნით, ტურისტებს იშვიათი ცხოველების დახოცვაში ეხმარება და ყოველ წელს 1,5 მილიონს გამოიმუშავებს
რუსი ქირურგი, გართობის მიზნით, ტურისტებს იშვიათი ცხოველების დახოცვაში ეხმარება და ყოველ წელს 1,5 მილიონს გამოიმუშავებს
რუსი ქირურგი ტრაბახობს, რომ ჩამოაყალიბა ბიზნესი, რომლის წლიური ბრუნვა 1,5 დოლარია. ის მდიდარ ტურისტებს სთავაზობს სპილოებზე, მარტორქებსა და ლომებზე ნადირობას.

Zooclub

"გიორგი როგოზინი, რომელსაც "გიჟ რუსს" უწოდებენ, კლიენტებს სთავაზობს საფარის სხვადასხვა საგზურს, რომელიც ითვალისწინებს გარეულ ცხოველზე ნადირობას, საცხოვრებელ ადგილს, კვებას, ალკოჰოლით უზრუნველყოფას და ამ ყველაფერს დამატებული საუნა", - წერს გამოცემა "Daily Mail"-ი.

Zooclub

ფასები იწყება 5 000$-დან და მასში შედის 10-დღიანი საფარი-ნადირობა ანტილოპა გნუსა და ზებრაზე.  21 000 დოლარს იხდიან ისინი, რომლებსაც ლომზე ნადირობა სურთ, ხოლო ჯიქზე ნადირობა ორი კვირის განმავლობაში 34 000$ ღირს.

Zooclub

არსებობს
გაცილებით ძვირი შეთავაზებებიც - 55 000$, 5-დღიანი ნადირობა თეთრ მარტორქაზე ან 12-დღიანი ნადირობა სპილოზე.

Zooclub

გარდა
ამისა, როგოზინი ტურისტებს 55 000 დოლარად სთავაზობს 7-დღიან ნადირობას შავ მარტორქაზე, რომელიც ძალიან მცირე რაოდენობით შემორჩა და კრიტიკულად გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა რიგს მიეკუთვნება. 

Zooclub

ღირებულებაში არ შედის ავია ბილეთის საფასური, იარაღი, ტყვიები, ბარგის გადატანა, გზის ხარჯი და სპეც მომსახურება.

რუსი ქირურგი ირწმუნება, რომ საფარი 2020 წლამდე სრულად დაჯავშნილია, ხოლო მის საიტზე განთავსებულია ასობით ფოტო, რომლებზეც ტურისტები თავიანთი მოკლული ცხოველებით თავს იწონებენ.

Zooclub

ასევე, საიტზე განთავსებულია როგოზინის სარეკლამო რგოლი, სადაც ის ხეზე მჯდომ  კარაკალსა და თეთრკუდა გნუს კლავს.

ყოფილმა ქირურგმა და სამი ქალიშვილის მამამ სანადირო ბიზნესი მას შემდეგ დაიწყო, რაც უარი თქვა ექიმობასა და ყოველთვიურად 300 დოლარის ოდენობით ანაზღაურებაზე.

Zooclub

მისი თქმით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ყველა ექსპედიცია (სადაც ის საცხოვრებლად გადავიდა), ასევე საფარი ზიმბაბვეში, მოზამბიკში, ფურკინა-ფასოში და ნამიბიაში, ლეგალური და ლიცენზირებულია.

Zooclub

ინტერნეტ სივრცეში განთავსებულ ფოტოებში, როგოზინი და მისი 20 წლისა (ქსენია) და 19 წლის (დანა) შვილები, მკვდარ ცხოველებთან ერთად, ამაყად პოზირებენ.

Zooclub

ფოტოზე, სადაც ქსენია 13 წლისა,  მოკლულ თეთრწვერა გნუსთან ერთად პოზირებს, ხოლო დანას ნადავლი აფრიკულ ანტილოპა და მეჭეჭებიანი ღორია.

Zooclub

რუს ქირურგს არა ერთი კმაყოფილი კლიენტი არა მარტო რუსეთიდან, არამედ ამერიკიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან და უნგრეთიდან ჰყავს.

Zooclub

მის საიტზე განთავსებულია ფოტო, სადაც ის დიმიტრი როგოზინთან ერთად არის გადაღებული. დიმიტრი როგოზინი ვლადიმერ პუტინის გუნდის წევრი, რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერია.

Zooclub

ბიზნესს, რომელიც როგოზინმა 15 წლის წინ დააფუძნა, წლიური ბრუნვა 1,5 მილიონი დოლარი აქვს.

წყარო: dailymail

ასევე იხილეთ:

დონალდ ტრამპის შვილები ცხოველების დახოცვით ერთობიან

საფარის დროს მომაკვდავი სპოლო მონადირეს დაეცა და მოკლა

ინტერნეტ მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია მონადირე ქალის ფოტოებმა, რომელიც თავისივე მოკლულ ჟირაფთან პოზირებს
რუსიკო.
რა საშინელებებს სჩადის ეს ხალხი და რა ფოტოებს აქვეყნებენ, მოკლულ ცხოველებთან პოზირება ან კმაყოფილება ადამიანურ გრძნობებს თუ შეესაბამება, პროფესიით ექიმს როგორ მოუვიდა აზრად ასეთი გზით ფულის შოვნა, იმის მაგივრად რომ დაჭრილ და ავადმყოფ ადამიანებს ან ცხოველებს მოუაროს ხოცავს და შვილებსაც ასწავლის, ფუი, ღმერთმა ქნას მისმა გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლოს.
manana-sh
მალე მოგეწევათ ამ ცხოველების ცოდვა!!! რამე დაგშავეს? რატომ ხოცავთ თქვე უზულგულოებოოოო!!! ოხ ღმერთო.........
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?