ინტერნეტ მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია მონადირე ქალის ფოტოებმა, რომელიც თავისივე მოკლულ ჟირაფთან პოზირებს
ინტერნეტ მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია მონადირე ქალის ფოტოებმა, რომელიც თავისივე მოკლულ ჟირაფთან პოზირებს
ტესს ტომპსონ ტალიმ კენტუკიდან (აშშ), ერთი წლის წინ ფოტოებზე აღბეჭდა, თუ როგორ მოინადირა უზარმაზარი ჟირაფი, თუმცა, რამდენიმე დღის წინ აფრიკის სააგენტომ კადრები ინტერნეტ სივრცეში გამოაქვეყნა, რასაც ადამიანების აღშფოთება მოჰყვა.

ფოტოებზე გამოსახულია ტომპსონი მოკლულ ჟირაფთან ერთად

Zooclub

"დღეს ასრულდა ჩემი ლოცვები ერთადერთ საოცნებო ნადირობაზე. მე დიდი ხნის განმავლობაში ვუთვალთვალებდი ამ უიშვიათეს ჟირაფს. ვიცოდი, რომ ეს სწორედ ის იყო. ჟირაფი 18 წლამდე იყო, 1814 კგ. და მისგან 2000 ფუტი ხორცი გამოვიდა", - წერს მონადირე გოგონა ფოტო კომენტარებში.

ათასობით ადამიანმა ფოტოებზე ნეგატიური კომენტარი დაწერა:

"ეს
ადამიანის მიერ ჩადენილი საოცრად სევდისმომგვრელი მაგალითია, რომელიც ცხოვრობს მძაფრი შეგრძნებისთვის და რომელიც ფიქრობს, რომ უფლება
აქვს მოკლას თავისი სიამოვნებისთვის. სიტყვები არ მყოფნის, რომ გადმოვცე, რამდენად საშინელებაა თქვენი საქციელი."

"ვერ წარმომიდგენია, თუ როგორ უნდა მოვკლა ვიღაც ან რაღაც. არაფერს ვამბობ დაუცველ ცხოველზე, რომელსაც არ შეუძლია საპასუხოდ გესროლოთ, თქვენ უმეცარი ადამიანი ხართ."

"რა სამწუხაროა, რომ ადამიანები ასეთ რაღაცას სჩადიან. სირცხვილი ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ ქალის საქციელს ამართლებს."

ასობით მსგავსი კომენტარი დაიწერა სოციალურ ქსელში,  სადაც ძირითადად მონადირე გოგონას აკრიტიკებდნენ.

Zooclub

ნადირობის დასაცავად, ტომპსონი "Fox News"-ის საინფორმაციო სააგენტოს დაუკავშირდა.

"ჟირაფი, რომელზეც ვნადირობდი, სამხრეთ აფრიკულ ქვესახეობას მიეკუთვნებოდა. ბოლო პერიოდში,  ამ ინდივიდის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ყოველივე კი მონადირეების და ნაკრძალების დამსახურებაა, რომლებიც ძირითადად მონადირეების მიერ არის დაფინანსებული.

ყოველი შემთხვევისთვის, ეს იშვიათი ჟირაფის სახეობა არ იყო. გარდა ამისა, ის იყო ძალიან ხნიერი. ასაკის მატებასთან ერთად ჟირაფები მუქდებიან.

მე ვფიქრობ, რომ ნადირობა ყველასთვის არ არის. სწორედ მრავალფეროვნება ხდის სამყაროს ასეთ დიდებულს. ჩემთვის მიუღებელია დაემუქრო მას, ვინც ისე არ იქცევა, როგორც თქვენ მოგეწონებოდათ.

თუ საუბარი იქნებოდა სხვა თემაზე, მუქარა და შეურაცხყოფა ამაზრზენი იქნებოდა, მაგრამ რაღაც მიზეზით, კონკრეტულ შემთხვევაში, ზოგიერთებისთვის ეს ნორმალურია, რადგან საქმე ნადირობას ეხება", - ამბობს ტესს ტომპსონ "Fox News"-თან ინტერვიუში.

ასევე იხილეთ:

დონალდ ტრამპის შვილები ცხოველების დახოცვით ერთობიან

საფარის დროს მომაკვდავი სპოლო მონადირეს დაეცა და მოკლა

ავსტრალიაში კენგურუმ მონადირე ნოკაუტში ჩააგდო…
ლალუკა
ქალს რატომ უნდა მოუნდეს ნადირობა, საკითხავი აი ეს არის.
manana-sh
,,ვერ წარმომიდგენია, თუ როგორ უნდა მოვკლა ვიღაც ან რაღაც. არაფერს ვამბობ დაუცველ ცხოველზე, რომელსაც არ შეუძლია საპასუხოდ გესროლოთ, თქვენ უმეცარის ადამიანი ხართ." ნაწილობრივ გეთანხმებით დავმატებ არაკორეკტულად,,, უმეცარს: შევცვლი ,, ყველაზე უკანასკნელი არააადამიანი"!!!!!!!!!!!!!!!!!
მსქროლავი ტროლი
არც ეს ქალბატონი ჩანს მაინცდამაინც ქორფა და იშვიათი ჯიშისა.... ამას რომ ვინმემ ესროლოს და ლოცვების აღსრულებად ჩათვალოს, ნეტავ რა ხასიათზე დადგება?!...
lomi
ბრაკონიერები რომ ხოცავენ ცხოველებს ჯობია ისინი აკრიტიკოს ხალხმა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?