მათ ღამის ჭაობის ფოტოები გადაიღეს. როდესაც ნახავთ, რისი აღბეჭდვა შეძლეს - შიშისაგან შეიძლება გული გაგიჩერდეთ!
მათ ღამის ჭაობის ფოტოები გადაიღეს. როდესაც ნახავთ, რისი აღბეჭდვა შეძლეს - შიშისაგან შეიძლება გული გაგიჩერდეთ!
უმეტესობას შიში გვიპყრობს დიდ და სისხლისმსმელ ალიგატორებზე ფიქრისას... ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ვიღაც მიზანმიმართულად ეძებს ამ მწვანე მტაცებლებს, რომ დატკბეს მათი გარემოთი. მაგრამ ლარი ლინჩისა და დევიდ მოინახანის ფოტოები დაგვეხმარებიან იმაში, რომ ნათელი მოვფინოთ ამ საიდუმლოს.

ქვემოთ წარმოგიდგენთ ლარისა და დევიდის მიერ, ღამით გადაღებული ალიგატორების ფოტოების საოცარ სერიას. გარწმუნებთ, ეს სიბნელეში მანათობელი თვალები აღარასოდეს დაგავიწყდებათ.

ამ ფოტომ, სახელად "გამაფრთხილებელი ღამის ნათება" ლარის ველური ბუნების საუკეთესო ფოტოგრაფის ჯილდო მოუტანა, ნომინაციაში - ცხოველების პორტრეტები.

Zooclub

ლარი მდინარე მიანკასთან (ფლორიდის ნაციონალურ პარკ მიანკა რივერში) ალიგატორებს
ელოდება, რომ ყველაზე უნიკალური კადრები აღბეჭდოს.

Zooclub

გთავაზობთ თავად ლინჩის კომენტარს საკუთარი თავგადადებული ქმედებების შესახებ: "ჭაობიდან
მხოლოდ რამოდენიმე მეტრში, ღამით, უზარმაზარი კოღოების ალყაში ჩასაფრებული მუხლებზე ვდგავარ და ყველა ჩემი ფიქრი მიმართულია მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დავიჭირო საუკეთესო კადრი და სწრაფად და რაც შეიძლება შორს გავეცალო აქაურობას".

Zooclub

დევიდ მოინახანმა ასევე მოუხშირა ნაციონალურ პარკში ღამის ვიზიტებს. როგორც ჩანს, ამჯერად მათ იმაზე მეტი მიიღეს, ვიდრე ელოდნენ.

Zooclub

"ამდენი ანთებული თვალი! ნისლი... წვიმის წვეთები კამერის ობიექტივზე ეცემიან, უეცარი ნათება - ყველაფერი ეს ამ კადრს მეტ მაგიას მატებს", - ჰყვება აღფრთოვანებული დევიდი.

Zooclub

ეს "მაგია", რა თქმა უნდა, საეჭვოა. ეს ეშმაკისეული გამოხედვა სიბნელიდან უფრო მეტად იწვევს დიდ შიშს. აქ უზარმაზარი გამბედაობაა საჭირო და საკუთარი საქმის დიდი სიყვარული იმისთვის, რომ შენი შიშის მიღმა, ველური ბუნების ასეთი საოცარი კადრები დაიჭირო.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?