ტიტანობოა: ყველაზე დიდი გველის სახეობა კაცობრიობის ისტორიაში(+ვიდეო)
ტიტანობოა: ყველაზე დიდი გველის სახეობა კაცობრიობის ისტორიაში(+ვიდეო)
დინოზავრების გადაშენებიდან მილიონი წელი გავიდა. სწორედ ამ პერიოდში დედამიწაზე არსებობდა გიგანტური ზომის ქვეწარმავალი, რომელიც 60-58 მილიონი წლის წინ კოლუმბიის ჭაობიან ადგილებში ბინადრობდა. დღეს ამ ქვეწარმავალს ტიტანობოას უწოდებენ. მისი სიგრძე 15 მეტრს აღწევდა და ტონამდე იწონიდა.

ტიტანობოას მაშტაბური ზომები განპირობებული იყო იმ დროს არსებული კლიმატის გამო.

Zooclub

კანადელმა და ამერიკელმა ზოოლოგებმა გააკეთეს ტიტანობოას უჯრედის ანალიზი და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მისი საშუალო სიგრძე 13 მეტრამდე იყო და ტონაზე მეტს იწონიდა.

Zooclub

ყველაზე დიდი გველი, რომელიც დღესაა ცნობილი არის პითონი. ის 8,7 მეტრამდე იზრდება,
ხოლო ყველაზე პატარა Leptotyphlops carlae-ია, რომელიც 10 სმ-მდე აღწევს.

"ტიტანობოას გარეგნობით ბოას ჰგავდა, ხოლო ქცევით
ანაკონდას, რომელიც ბინადრობს ამაზონის ჯუნგლებში. ტიტანობოა იყო ჭაობის მცოცავი ბინადარი და უზარმაზარი მტაცებელი,"- სწორედ ასე ხსნიან მეცნიერები ამ ქვეწარმავალს.

Zooclub

ჯუნგლების ჭაობში ტიტანობოას სიცოცხლე იყო ხანგრძლივი, გახშირებული წვიმების, მცენარეებისა და ცხოველების არსებობის გამო. ღრმა მდინარეები მას საშუალებას აძლევდა, ჩასულიყო წყლის ფსკერზე და ასევე თავისუფლად ევლო ხმელეთზეც.

მდინარეებში, სადაც ტიტანობოა საზრდოს იღებდა, ბინადრობდა დაახლოებით სამი სახეობის გიგანტური კუ, ნიანგი და უზარმაზარი თევზები.

Zooclub

მეცნიერებმა 2012 წლის 22 მარტს 14-მეტრიანი ტიტანობოას ფიტული ნიუ-იორკის ცენტრალურ სადგურზე წარმოადგინეს.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ქუოკა – მხიარული ცხოველი

რა არის კაკაპო?

ფოსა-ყველაზე იშვიათი ცხოველი დედამიწაზე
shako
ანაკონდა 15 მეტრამდე იზრდება ასე რომ სანამ რამეს დაწერთ ჯერ გადაამოწმეთ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?