"ზედაპირზე მხოლოდ ყურები ჩანდა..." მოზარდებმა ჭაობიდან კენგურუ ამოიყვანეს
"ზედაპირზე მხოლოდ ყურები ჩანდა..." მოზარდებმა ჭაობიდან კენგურუ ამოიყვანეს
ჯეიკი და ნიკი სიდნეის გარეუბანში, მდინარის სიახლოვეს მოტოციკლით მიდიოდნენ, როდესაც მათი ყურადღება უცნაურმა ხმამ მიიპყრო. 

მოზარდებმა დაინახეს, რომ პატარა კენგურუ ტალახით იყო დაფარული და სიცოცხლეს ებრძოდა. ცხოველი შესაძლოა, საკვებისა და წყლის ძებნის დროს შემთხვევით ჭაობში ჩავარდა, საიდანაც ამოსვლას ვერ ახერხებდა.

ბიჭებმა სწრაფად შეიმუშავეს გეგმა - ერთმა თოკი მოიტანა, ნიკმა ის წელზე შემოიჭირა და ცხოველის დასახმარებლად ჭაობში შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ მოზარდი სრულიად ტალახში იყო ჩაფლული, მან მიზანს სწრაფად მიაღწია. კენგურუ სიკვდილს ებრძოდა. მას სუნთქვაც აღარ შეეძლო, მაგრამ საბედნიეროდ, დახმარება დროულად მივიდა.

Zooclub

როდესაც ნიკმა მომაკვდავ ცხოველს ხელი ჩასჭიდა, მეგობარს ანიშნა, რომ ნაპირისკენ გაეყვანა. ჯეკის დახმარებით, ისინი სამშვიდობოს
მალე გავიდნენ.

Zooclub

მოზარდები დაუკავშირდნენ ადგილობრივ ცხოველთა გადარჩენის ცენტრს (WIRES Australian Wildlife Rescue), რომლებმაც კენგურუ თავშესაფარში გადაიყვანეს. პატარა ცხოველი რეაბილიტაციის პროცესს გადის. მან  სტრესი მიიღო, რადგან მშიერ-მწყურვალმა  ტალახში დიდი დრო გაატარა.

Zooclub

მოზარდებმა მართლაც გმირობა ჩაიდინეს, რადგან საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ცხოველი გასაჭირში არ დატოვეს და გადაარჩინეს.

Zooclub

ლეკვი, კნუტი თუ კენგურუ - უკლებლივ ყველა ცხოველს ადამიანების დახმარების იმედი აქვს.

ასევე იხილეთ:

ხელოსნებს მშენებლობიდან ტირილის ხმა შემოესმათ...

მამაკაცი ტალახში გადაეშვა, რათა უმწეო არსება გადაერჩინა

მამაკაცმა ტყის ხანძრის დროს ფოცხვერის ნაშიერი და ნუკრი გადაარჩინა...შეიძლება თუ არა ველური ბუნების კანონებში ადამიანის ჩარევა?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?