ზღვის ლომი მყვინთავს მიუახლოვდა და აკოცა (სახალისო ვიდეო)
კადრებში, რომელიც Facebook-ის საკუთარ გვერდზე ჰულიანო ბალოს მიერ გავრცელდა, ასახულია მყვინთავებისა და ზღვის ლომების  მეგობრული შეხვედრა, რა დროსაც ზღვის ერთ-ერთი ცხოველი ადამიანების მიმართ განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.

ყველაზე თამამი ზღვის ლომი მყვინთავს მიუახლოვდა და სახეზე ყნოსავდა, თითქოს კოცნიდა. იგი მცურავის აღჭურვილობითაც დაინტერესდა და წყლის სათვალე კბილებით შეამოწმა.

კადრები გადაღებულია 2014 წელს პუერტო-მადრინში (არგენტინა), თუმცა,  ვიდეო ბოლო დროს კვლავ პოპულარული გახდა.

ასევე იხილეთ:  

თითქოს სელაპი ზღვის კუს ეთამაშება, მაგრამ რა ხდება სინამდვილეში?

მოფერება ზვიგენსაც უყვარს

მყვინთავმა უზარმაზარ კუზიან ვეშაპთან ერთად სელფი გადაიღო


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?