მყვინთავმა უზარმაზარ კუზიან ვეშაპთან ერთად სელფი გადაიღო (+ვიდეო)
28 წლის პროფესიონალ მყვინთავს, ადამ სეინის, უზარმაზარ ვეშაპთან სელფისა და ვიდეო გადაღების შესაძლებლობა მიეცა. მეტიც, მან კუზიან ვეშაპთან ერთად იცეკვა. ადამი ოკეანის გიგანტს პოლონეზის ნაპირებთან შეხვდა.

ეპიკური ვიდეო მყვინთავმა 4 აგვისტოს გადაიღო - იმ დროს, როდესაც მეგობრებთან ერთად ტონგას სამეფოში (პოლონეზი) ისვენებდა.

ვეშაპი იმდენად მეგობრული აღმოჩნდა, რომ ადამმა მასთან ნახევარი საათი გაატარა.

Zooclub

"შორიდან ვეშაპის "სიმღერა" გვესმოდა, მაგრამ მდედრი წყლის ბინადარი მოულოდნელად ჩვენ მოგვიახლოვდა. სწრაფად ამოვედი წყლის ზედაპირზე და მის გარშემო ვცურავდი. ამის შემდეგ ნახევარი საათი ერთად გავატარეთ
- ვცურავდით და ვცეკვავდით.
ვეშაპი ჩემს მიმართ მეგობრულად იყო განწყობილი. სასიამოვნოა, როდესაც გრძნობ, რომ წყლის უზარმაზარი ბინადარი შენით დაინტერესდა", - ამბობს ადამი.

Zooclub

კუზიანი ვეშაპი წყლის უზარმაზარი  ძუძუმწოვარია. მისი სიგრძე 17-18 მეტრს აღწევს, ხოლო მაქსიმალური წონა, რაც კი აქამდე სპეციალისტებმა დაარეგისტრირეს, 48 ტონაა.

კუზიანი ვეშაპი უკბილო ვეშაპის ქვესახეობაა, რომელთა რიგში შედის კიდევ 9 სახეობა. იგი თანამედროვე ძუძუმწოვართა შორის ტანად პლანეტის ყველაზე დიდი ბინადარია.

წყარო: dailymail

ასევე იხილეთ:

ყოველი ჩაყვინთვისას მყვინთავს ერთი და იგივე ზვიგენი უახლოვდება მხოლოდ იმიტომ, რომ ჩაეხუტოს

ზღვის ბინადარს მყვინთავის ფეხზე მოკალათება და მასთან ერთად ცურვა მოეწონა

მოფერება ზვიგენსაც უყვარს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?