ცოლ-ქმარს ზღვაში ცურვა სურდა. სულ რაღაც 7 წამი და … ის დღე მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ! (+ვიდეო)
ცოლ-ქმარს ზღვაში ცურვა სურდა. სულ რაღაც 7 წამი და … ის დღე მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ! (+ვიდეო)
ჩვეულებრივ, ოკეანეში ცურვის დროს ადამიანი შეიძლება შეხვდეს მედუზას ან რაღაც პატარა თევზს. უკეთეს შემთხვევაში, მოცურავემ შეიძლება კუსთან ერთად იცუროს, უარეს შემთხვევაში - ზვიგენთან ერთად.

აი, ზღვის სიღრმეების ყველაზე დიდ არსებებს სიღრმის მოყვარულები მხოლოდ სპეციალურ ექსკურსიებზე ხედავენ, ისიც გემბანიდან. სწორედ ამიტომ იმ ავსტრალიელი წყვილის ვიდეორგოლი, რომლებმაც ვეშაპებთან ერთად იცურავეს, ქსელში სენსაცია გახდა.

იღბლიანმა ემიმ და ბრედმა აღნიშნეს, რომ ზღვის გოლიათების მოძრაობა არაჩვეულებრივად სინქრონული და აკურატული იყო. მოცურავეები ამბობენ, რომ ეს არსებები თითქოს ფრთხილობდნენ, არ დაეზიანებინათ ნაზი პატარა ადამიანები.

ავსტრალიელი წყვილი 9
წლის მანძილზე მუშაობს კომპანიაში, რომელიც ვეშაპებთან გასაცნობ ექსკურსიებს ატარებს, თუმცა, ამ დრომდე არც ერთი მათგანი
ასე ძალიან არ მიახლოებია მათ. საბედნიეროდ, წყვილს კამერა ჰქონდა.

ავსტრალიელები მოუმზადებელ ადამიანებს აფრთხილებენ, რომ არც ეცადონ მათი ქმედება გაიმეორონ. დიდი ვეშაპი 12 მეტრი სიგრძისაა და 40 ტონაზე მეტს იწონის.

ამ დრომდე გაუფრთხილებელი ტურისტების ცდა, ვეშაპების გვერდით გაეცურათ, სიკვდილით სრულდებოდა. ყოველთვის ვერ იქნებიან ვეშაპები ასე კეთილგანწყობილები, როგორც ამ შემთხვევაში!

უყურეთ ამ ჯადოსნურ ვიდეორგოლს!

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?