აი, რატომ არ უნდა ჩახვიდეთ წყალში საცურაოდ ძაღლთან ერთად: გოგონა ოთხფეხა მეგობართან ერთად ტბაზე დასვენების ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს
აი, რატომ არ უნდა ჩახვიდეთ წყალში საცურაოდ ძაღლთან ერთად: გოგონა ოთხფეხა მეგობართან ერთად ტბაზე დასვენების ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს
თუ ძაღლი გყავთ და მასთან ერთად ცურვა მოგწონთ, წყალში ჩასვლისას, აუცილებლად ჩაიცვით სამაშველო ჟილეტი.

რამდენიმე დღის წინ ჰოლი მონსონი თავის ძაღლთან და დასთან ერთად ტბაზე გაემგზავრა, სადაც, რა თქმა უნდა, ფოტოებიც გადაიღო, თუ როგორ ცურავდა გოგონასთან ერთად მათი ოქროსფერი რეტრივერი.

Zooclub

ფოტოებზე დაკვირვებისას კარგად ჩანს, რომ ახალგაზრდები შინაურ ცხოველთან ერთად არც ისე კარგ დროს ატარებენ - ძაღლი თითქოს პატრონის ჩაძირვას ცდილობს.

Zooclub

"ეს ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო, სანამ ძაღლი ჩემი დის დახრჩობას გადაწყვეტდა". - სწორედ ასე დაასათაურა ჰოლიმ კადრები, რომელიც ტვიტერის საკუთარ
გვერდზე გაავრცელა. რამდენიმე ხნის შემდეგ მის გამოქვეყნებულ ფოტოებს 135 კომენტარი და 485 მოწონება ჰქონდა.

Zooclub

ალბათ
ყველასთვის ნათელია, თუ რატომ გახდა სურათები ასეთი პოპულარული: ძაღლი პატრონის თავზე ძვრება და თითქოს მის დახრჩობას ცდილობს, თუმცა, გოგონა ზედაპირისკენ ამოსვლას და ძაღლისგან თავის დახსნას ახერხებს.

Zooclub

საბედნიეროდ, ძაღლთან ერთად ცურვა კარგად დასრულდა, თუმცა, ჰოლიმ მოგვიანებით გაამხილა, რომ ტბაზე დასვენებით ყველაზე კმაყოფილი მათი შინაური ცხოველი დარჩა.

ასევე იხილეთ:

მხიარულმა ძაღლმა სასიყვარულო ფოტოსესია ჩაშალა

სურვილი და შიში, ანუ როგორ წავართვათ სათამაშო ძვალი ძაღლს

თუთიყუშმა პირველად იხილა ოკეანე. მის რეაქციას პატრონიც არ ელოდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?