თითქოს სელაპი ზღვის კუს ეთამაშება, მაგრამ რა ხდება სინამდვილეში?
თითქოს სელაპი ზღვის კუს ეთამაშება,  მაგრამ რა ხდება სინამდვილეში?
ცხოველთა სამყაროში სიყვარული, თანაგრძნობა და მეგობრობა იმაზე მეტადაა განვითარებული, ვიდრე  გვგონია. მომდევნო ამბავიც ამის დასტურია.

"მეგობარმა მეგობრის სიცოცხლე გადაარჩინა!" შესაძლოა, ასეც ვუწოდოთ ემოციურ ისტორიას, რომელიც ჰავაის წყლებში ფოტოგრაფმა ბიტომ კორნერომ შემთხვევით გადაიღო.

რას ხედავთ ფოტოზე? თუ გგონიათ, რომ წყლის ცხოველები თამაშობენ ან ჩხუბობენ, ცდებით.

Zooclub

სინამდვილეში სელაპი გასაჭირში მყოფ მეგობარს ეხმარება.

კუმ საკვების მოსაპოვებლად ღრმა წყლებისკენ გაცურა, თუმცა, "სადილი" ცუდად დამთავრდა - ის ბადეში გაება. ცხოველს უკანა კიდურებსა და თავზე  ბადის ნარჩენები შემოეხვია. ის გაჭირვებით მოძრაობდა და ფსკერისკენ იძირებოდა.

Zooclub

სელაპი ეხუტება წყლის
ცხოველს და  იჭერს, რომ არ ჩაიძიროს. ბადეში გახლართულ კუს ცურვის უნარიც კი აღარ აქვს.

"საფრთხეში
მყოფმა არსებამ სელაპის დახმარება მშვიდად მიიღო. ის გრძნობდა, რომ  გვერდით ჰყავდა მეგობარი, რომელიც ეხმარებოდა", - ამბობს ფოტოგრაფი.

გამოუვალი სიტუაციის ხილვისას ფოტოგრაფმა სამაშველო სამსახური გამოიძახა. დახმარების მოსვლამდე, 20 წუთის განმავლობაში, სელაპი სიტუაციას აკონტროლებდა და მეგობარს ჩაძირვის საშუალებას არ აძლევდა.

Zooclub

შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა ზღვის ცხოველი გაათავისუფლეს. როდესაც სელაპი დარწმუნდა, რომ კუს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, წყლის სიღრმისკენ გაცურა.

"სელაპმა შესაძლოა ჩათვალა, რომ მისი ვალი გადახდილია. იგი დაემშვიდობა კუს და გზა განაგრძო", - ამბობს ფოტოგრაფი.

ასევე იხილეთ:

ძაღლმა უსახლკარო მეგობარს საკუთარი პლედი აჩუქა

ლაბრადორი ერთგული მეგობრობის ნიშნად ყოველდღე აკითხავს მეზობელ ჰასკის და ამშვიდებს

"დამელოდე, მე დავბრუნდები!" შეყვარებული გედების ემოციური შეხვედრა
z.kaloria
ძალიან გთხოვთ გაგვაგებინოთ, რომელ თვეშია ეს სურათი გადაღებული და როდის აქვთ სელაპებს მხურვალობის პერიოდი? რათა ნათელი მოეფინოს და გაიფანტოს ყოველგვარი ეჭვები კულაპების არსებობის შესახებ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?