სამ-მეტრიანი ალიგატორი მყვინთავს გოლფის მინდორის მიმდებარე წყალსატევში დაესხა თავს
სამ-მეტრიანი ალიგატორი მყვინთავს გოლფის მინდორის მიმდებარე წყალსატევში დაესხა თავს
სამ-მეტრიანი ალიგატორი პროფესიონალ მყვინთავს თავს მაშინ დაესხა, როდესაც ის გოლფის ბურთების ამოსაღებად ყვინთავდა.

"WPTV"-ის ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სკოტ ლახოდიკი ერთ-ერთი გოლფ-კლუბის წყალსატევში მუშაობდა. უეცრად რეპტილია, რომელიც დაახლოებით 200 კილოს იწონიდა, მყვინთავს თავს დაესხა და ხელზე უკბინა.

მამაკაცმა ნიანგს თვალებში ურტყა და დაუსხლტა. "USA Today"-ის ცნობით, მყვინთავი წყლიდან თავად ამოვიდა და კლუბის მთავარ შენობამდე მივიდა, იქ კი უკვე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

საავადმყოფოში ლახოდიკს 400 ნაკერი დაადეს. მან უმძიმესი ტრავმები მიიღო და ახლა გადის მკურნალობის კურსს, რომელსაც სავარაუდოდ 100 000
დოლარი დასჭირდება. მოსალოდნელია, რომ ალიგატორს დაიჭერენ და დააძინებენ.

გოლფ-კლუბები თამაშის დროს წყალსატევებში ჩაყრილი ბურთების ამოსაღებად
მყვინთავებს ქირაობენ. ეს ხელობა პროფესიონალი მყვინთავებისთვის საკმაოდ მომგებიანია. ლახოტიკი ბურთების ამოღებით მას შემდეგ დაკავდა, რაც 1988 წელს ჯარიდან დაბრუნდა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?