ზვიგენმა ვიდეოკამერით შეირაღებულ მყვინთავზე მიიტანა იერიში (+ვიდეო)
UPI-ს ცნობით, ქალაქ კორალ-ბეის სანაპიროზე ტიმოტი ვან ბილენი ვიდეოზე ზვიგენს იღებდა. ზვიგენი კუს გაედევნა, მაგრამ ვერ დაიჭირა და შემდეგ ყურადღება მყვინთავზე გადაიტანა.
ზვიგენი ადამიანისკენ გაცურდა, მაგრამ ბოლო მომენტში მკვეთრად შებრუნდა და სიღრმეში შეცურდა.

“ზვიგენი თავს არ დამსხმია, ის უბრალოდ მაფრთხილებდა, რომ არ მივახლოებოდი მის საკვებს", - განმარტა ვან ბილენმა ფეისბუქზე, - "ეს მტკიცდება მისი ნელი ცურვით ზედაპირისკენ ისე, რომ არც უცდია ჩემთვის ეკბინა. მას რომ სდომო
და კბენა, ის ამას გააკეთბდა”.


ვეფხისებრი ზვიგენი ადამიანისთვის ძალიან საშიშია. ის საშუალოდ 4.25 მეტრს აღწევს და დაახლოებით 635 კილოს იწონის.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?