ინდონეზიაში გაბრაზებული ორანგუტანგი ცდილობს ხის მჭრელებისგან ტყე დაიცვას (ემოციური ვიდეო)
საერთაშორისო ორგანიზაციამ "International Animal Rescue"-მ რამდენიმე დღის წინ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ უწევს  წინააღმდეგობას ორანგუტანგი ექსკავატორს, რომელიც ინდონეზიის ტყეში ხეებს ჭრიდა. ცხოველი ექსკავატორის კაბინაში შეღწევას ცდილობდა.

ცხოველთა დამცველი აქტივისტების თქმით, ვიდეო გადაღებულია 2013 წელს, ხოლო ადამიანები, რომლებიც ორანგუტანგს მისდევენ "International Animal Rescue"-ს წევრები არიან.

გაბრაზებულ ცხოველს დასაძინებელი ინექცია გაუკეთეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, სადაც მას საფრთხე არ ემუქრება.

ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ინდონეზიაში მსგავსი შემთხვევები დღითიდღე ხშირია. ტყეების გაჩეხვა პრიმატების პოპულაციის შემცირების მიზეზი გახდა. მათი ბინადრობის
არეალს ადამიანები ანადგურებენ, ხოლო ცხოველები შიმშილით კვდებიან.

ასევე იხილეთ:

ფოტოგრაფის მიერ გადაღებული საშინელი სიმართლე

ის უყურებდა
ნაპირს, სადაც მდინარეს მკვდარი გველები გამოჰქონდა. მის ნამოქმედარს ყველა სიგიჟედ თვლიდა


ორანგუტანგი შეშინებული ეჭიდება ერთადერთ ხეს მას შემდეგ, რაც ადამიანებმა ტყე გაკაფეს

ინგა
ორანგუტანი ხვდება, რომ ტყე არ უნდა გაჩეხო და ადამიანები ამას ვერ ხვდებიან///
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?