ის უყურებდა ნაპირს, სადაც მდინარეს მკვდარი გველები გამოჰქონდა. მის ნამოქმედარს ყველა სიგიჟედ თვლიდა
ის უყურებდა ნაპირს, სადაც მდინარეს  მკვდარი გველები გამოჰქონდა. მის ნამოქმედარს ყველა სიგიჟედ თვლიდა
ჯადოვ მაიენგი ჩრდილოეთ ინდოეთში, ქალაქ ჯორჰატში ცხოვრობს. მისი საოცარი ისტორია 1979 წელს დაიწყო, როდესაც მიწისძვრის შედეგად, მდინარის ნაპირზე უამრავი გველი გამოირიყა. ისინი მოკლე დროში სიცხისგან დაიხოცნენ. იმ დროს, ჯადოვი ბავშვი იყო, თუმცა, სევდიანი "ბუნების სიკვდილის" სურათი მთელი ცხოვრება დაამახსოვრდა. ადგილზე, სადაც ის ცხოვრობდა თითქმის არ იყო მცენარეები და ხეები, სწორედ ამიტომ ყველაფერი ცოცხალი კვდებოდა.

(უდაბნო ადგილი თანამგზავრიდან კარგად ჩანდა). 

Zooclub

როდესაც ჯადოვი 16 წლის გახდა, ადილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხეების დარგვის თხოვნით მიმართა. ისინი თვლიდნენ, რომ "მკვდარ ტერიტორიაზე" მცენარე ვერ გაიხარებდა, ამიტომ ბიჭი
უარით გაისტუმრეს. მან მეზობელ სოფელს მიმართა თხოვნით, სადაც მისი იდეა წარმოუდგენლად მიაჩნდათ, თუმცა, ჯადოვს 20
ბამბუკის ნერგი მისცეს.

16 წლის მოზარდი არაერთი წინააღმდეგობის მიუხედავად, ყველანაირად ცდილობდა თავისი ჩანაფიქრი სისრულეში მოეყვანა.

Zooclub

ჯადოვმა პირველი ბამბუკი შუა უდაბნოში დარგო. მომდევნო წლებში ის ხის ნერგებსა და სხვადასხვა მცენარეს რგავდა.

Zooclub

რამდენიმე წლის შემდეგ, პატარა მცენარეებისგან უდაბნო ტყედ იქცა.

მას შემდეგ 35 წელი გავიდა. ჯადოვის ტყე დაახლოებით 6 კვადრატულ კილომეტრზეა გადაშლილი. (ეს ას საფეხბურთო მოედანზე მეტია).

Zooclub

ამ ტერიტორიაზე დაბრუნდნენ ფრინველები, ვეფხვები, სპილოები და მარტორქები.

Zooclub

თავიდან გზად მიმავალი სპილოები ბრინჯის ნათესებს ანადგურებდნენ. ამ ფაქტს გლეხების გაღიზიანება მოჰყვა, ამიტომ მათ ტყის გაჩეხვა სურდათ. საბედნიეროდ, ყველა მიხვდა, რომ ტყეს ყველასთვის სარგებელი მოჰქონდა.

მიუხედავად ამისა, ჯადოვმა ტყის დასაცავად ბოლომდე იბრძოლა: "უკეთესია მე გამჩეხოთ, ვიდრე ჩემი ტყე!"

არაერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ადგილობრივები მიხვდნენ, რა დიდი საქმე გააკეთა "გიჟმა"(ასე  ეძახდნენ ჯადოვს ).

ჯადოვი პეინგმა ინდოეთის სახალხო ჯილდო მიიღო. მამაკაცი საკუთარი ქვეყნის ნამდვილი გმირი გახდა. ადამიანებმა მას "ტყეების მფარველი" უწოდეს, რითიც ის დღემდე ამაყობს.

Zooclub

ჯადოვი საკუთარ თავს მსოფლიოში  ყველაზე ბედნიერ ადამიანად თვლის.

რამდენის შეცვლა შეუძლია ერთ ადამიანს, თუ მას სურვილი და მოთმინება აქვს. ყოველგვარი დახმარების გარეშე, საკუთარი ხელებით, ინდოელმა მამაკაცმა შეძლო უდაბნო ნამდვილ ტროპიკულ ნაკრძალად ექცია. მისი გადაწყვეტილება ყველასთვის სასაცილო იყო, თუმცა, ის არ დანებდა.

Zooclub

წარმოიდგინეთ, როგორ შეიცვლებოდა დედამიწა, ყოველმა ჩვენგანმა 10 ხის ნერგი რომ დარგოს და გაზარდოს. ამის განხორციელება არასოდესაა გვიან.

ასევე იხილეთ:

მილიარდელი, რომელიც გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე ზრუნავს
lia
ჩვენში უკვე გაშენებულ ნარგავებს ანადგურებენ და უსახურ მრავალსართულიან კორპუსებს აშენებენ თანაც ისეთ ფასებს ადებენ მაგდენი ფული ქართველებს არ გვაქვს და ნეტავ ვისთვის?
ემიგრანტი
ასეთ საქმესაც შეიძლება ჩვენთანაც მომავალი ჰქონდეს თუ თბილისის გარეუბნებს რომელიც საძოვრადაც არ ვარგა რაღაც რაოდენობას და ნაწილს ამ უსაქმურ ხალხს დაურიგებთ----მხოლოდ იმ გარანტიით და 5 წლის მერე დაუკანონებთ თუ მას გაამწვანებენ .მოუვლიან და ეს შემოწმდეს 5-6 წლის შემდეგ კომპეტენტური კომისიის მიერ რომ ადამიანმა ამ მიწაზე იშრომა--და გააკეთილშობა-და შემდეგ გადაეცეს მუდმივად...
?????
ერტი ასეტი კაცი გამოვგიგზავნოს უფალმა ხომ სჰეიზლება?იმხელა ხეებს ცჰრიან და დარგვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
bebe
გადმოიყვანეთ თბილისის მერიაში ეს კაცი, ეგებ გვეშველოს რამე))))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?