თახვი მაღაზიაში საახალწლო ნაძვის ხის შესარჩევად მივიდა (4 ფოტო)
თახვი მაღაზიაში საახალწლო ნაძვის ხის შესარჩევად მივიდა  (4 ფოტო)
თუ ფიქრობთ, რომ საახალწლო სამზადისში მარტო ადამიანები არიან ჩართულნი, ძალიან ცდებით, რადგან მაღაზიაში შესული თახვი ამ მითს ეჭვის ქვეშ აყენებს.


რამდენიმე დღის წინ, მერილენდის შტატში (აშშ), ერთ-ერთ მაღაზიას ესტუმრა უჩვეულო მყიდველი, რომელიც პირდაპირ საახალწლო ნივთებით სავსე თაროებს მიუახლოვდა, ხოლო შემდეგ სადღესასწაულო დეკორაციების განყოფილებაში გადაინაცვლა.

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ კონსულტანტები ყოველთვის მზად არიან მყიდველს დაეხმარონ, თახვთან მიახლოება ვერავინ გაბედა. ცხოველს მოუწია, თავად შეერჩია საშობაო საჩუქრები, რის შედეგადაც დახლიდან რამდენიმე ნივთი ჩამოაგდო.

Zooclub

მაღაზიის მფლობელმა პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მისული სამართალდამცველები კი გარეულ ცხოველთა ცენტრის სპეციალისტებს
დაუკავშირდნენ. თახვი დაიჭირეს და ისევ ველურ ბუნებაში დააბრუნეს.


Zooclub

მოასწრო თუ არა ცხოველმა საახალწლო ნაძვის ხის
შერჩევა, ცნობილი არ არის.

ასევე იხილეთ: 

თხამ მაღაზიაში ვანდალიზმის აქტი მოაწყო! რატომ მოიქცა ის ასე?

პროდუქტების მაღაზიაში შეპარულმა კატამ შაქრის ფხვნილში მოსაქმება გადაწყვიტა

ძაღლი პუტიკო, რომელიც მაღაზიაში საყიდლებზე დამოუკიდებლად დადის
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?