თხამ მაღაზიაში ვანდალიზმის აქტი მოაწყო! რატომ მოიქცა ის ასე? (+ვიდეო)
კოლორადოს შტატში ერთ-ერთი პატარა ფირმის მფლობელმა დილით სამსახურში მისვლისას კარის გატეხილი მინა აღმოაჩინა. სათვალთვალო კამერის ჩანაწერების დათვალიერების შემდეგ პირველი ვერსია, რომ ეს ვანდალმა მოზარდებმა ჩაიდინეს, გამოირიცხა. ეს დანაშაული თხამ ჩაიდინა.

ქალაქ ლუისვილის პოლიციას დიდი დრო არ დასჭირდა ვანდალიზმის აქტის გასახსნელად, თუმცა, ხულიგანი არ დაისჯება. დამნაშავე აღმოჩნდა თხა, მეზობელი ფერმების სხვა თხებთან ერთად.

თუმცა, ცხოველების საქციელში არაფერი იყო განსაკუთრებული. თხებს ცნობისმოყვარეობა და დამოუკიდებლობა ახასიათებთ. განსხვავებით ცხვრებისგან, რომლებიც კმაყოფილები არიან ნებისმიერი კუთვნილი სივრცით, თხები აქტიურად იკვლევენ ახალ ტერიტორიებს.

ცხოველი, რომელმაც კარი გატეხა, რქებით
20 წუთის განმავლობაში ეჯახებოდა მას, ანუ ის იკვლევდა მისთვის გაურკვეველ საგანს. გამორიცხული არაა, რომ მას
ასევე მოსწონდა თავად რქების მინის გლუვ ზედაპირზე შეხება.

ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ყველაფერი ეს სრულიად ჯდება თხების ჩვეულებრივი ქმედების მოდელში.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?