ძაღლი პუტიკო, რომელიც მაღაზიაში საყიდლებზე დამოუკიდებლად დადის (+ვიდეო)
ზოგიერთ ძაღლს ბურთის დაჭერაც არ შეუძლია, ძაღლი პუტიკო კი ზოომაღაზიაში საკუთარი საკვების საყიდლად ხშირად დადის.

პუტიკო პატრონთან ერთად ბრაზილიის ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობს. ის ყოველდღე სტუმრობს მაღაზია Agro Pet-ს, რათა საკუთარი კალათა საკვებით აავსოს.

"პუტიკოს ყველა იცნობს. მისი საკვები ზედა თაროზე დევს, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვაწვდით სასუსნავს. თუ გარკვეული დროის განმავლობაში ყურადღება არ მივაქციეთ, იწყებს ყეფას და არ ჩერდება, სანამ საკვებს არ მიიღებს",- ამბობს მაღაზიის თანამშრომელი.

Zooclub

პუტიკო იმდენად კარგად არის გაწვრთნილი, რომ საკვებს მეგობარი ცხოველებისთვისაც ყიდულობს. პატრონი უკავშირდება მაღაზიის კონსულტანტს და
ეუბნება, რომელი საკვები გაატანოს ძაღლს, ამ უკანასკნელს კი შეძენილი ნივთი საჭირო მისამართზე მიაქვს.

შინაური ცხოველი
არასოდეს ნერვიულობს, თუ ვინ გადაიხდის თანხას, რადგან პატრონს სახლში  პუტიკოს მიერ შეძენილი საკვების ქვითრები ეგზავნება.

ასევე იხილეთ:

ძაღლი, რომელიც ფერმაში ადამიანივით მუშაობს

ძაღლი ავტობუსით მარტო მიემგზავრება სკვერამდე, რათა ისერინოს

მიტოვებულმა ძაღლმა ავტოგასამართ სადგურზე სამსახური იშოვა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?