6-მეტრიანი ნიანგი უეცრად ტურისტების ნავის სიახლოვეს წყლიდან ამოხტა, რასაც თვითმხილველების პანიკა მოჰყვა
6-მეტრიანი ნიანგი უეცრად ტურისტების ნავის სიახლოვეს წყლიდან ამოხტა, რასაც თვითმხილველების პანიკა მოჰყვა
ავსტრალიაში, ადელაიდას მდინარეში ნავით ტურისტები სეირნობდნენ, როდესაც 6-მეტრიანი ნიანგი უეცრად წყლიდან ამოხტა. ცხოველი ნავიდან სულ რაღაც ნახევარი მეტრით იყო დაშორებული. 25 წლის ამერიკელმა რის ქროულიმ ეს წამები ფოტოზე გადაიღო.

გამოცემა "Daily Mail"-ის ცნობით, რისმა გადაიღო ავსტრალიაში მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნიანგი, რომელსაც დომინატორს უწოდებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ცხოველს საშიში შესახედაობა აქვს, მტაცებელს ტურისტებისთვის ზიანი არ მიუყენებია, თუმცა, იგი რამდენიმე წუთის განმავლობაში ნავს მიჰყვებოდა.

ნიანგის პროვოცირება ადამიანებმა მოახდინეს, როდესაც ნავიდან მას სასუსნავებს უყრიდნენ. ისინი მტაცებლისგან მსგავს მოქმედებას არ ელოდნენ, ამიტომ ზოგიერთი ტურისტი 
ამ ფაქტმა შეაშინა, ხოლო სხვებში ღიმილი გამოიწვია.
ისინი ნიანგს ფოტოებს უღებდნენ.

Zooclub

"ჩვენ გვითხრეს, რომ დომინატორი ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ნიანგია რეგიონში, თუმცა, ის საკმაოდ
მშვიდად იქცეოდა. დომინატორი ჩვენს ნავს რამდენიმე წუთის განმავლობაში მოყვებოდა, ხოლო შემდეგ მოსალმება გადაწყვიტა", - ამბობს ხუმრობით ერთ-ერთი ტურისტი.

ასევე იხილეთ:

გაიცანით უზარმაზარი ნიანგი, სახელად ბრუთუსი

ტაილანდში ტურისტებს "მშიერი ნიანგების" ატრაქციონზე სტუმრობას სთავაზობენ

ნიანგებს უყვართ თამაში და შეუძლიათ მეგობრობა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?