ნიანგებს უყვართ თამაში და შეუძლიათ მეგობრობა
ნიანგებს უყვართ თამაში და შეუძლიათ მეგობრობა
ნიანგებსა და ადამიანებს იმაზე ბევრი საერთო აქვთ, ვიდრე ადრე ეგონათ. აღმოჩნდა, რომ ამ ცივსისხლიან ცხოველებს უყვართ თამაში, ასევე, შეუძლიათ ადამიანთან მეგობრობა.
კვლევა ტენესის შტატის (აშშ) უნივერსიტეტის ბიოლოგმა, ვლადიმირ დინეცმა ჩაატარა. ის მრავალი წლის მანძილზე შეისწავლიდა ნიანგების ქცევას. მაგალითად, სწორედ მას ეკუთვნის იმ ფაქტის აღმოჩენა, რომ რეპტილია ნადირობის დროს ხელთ მოხვედრილ ინსტრუმენტებს იყენებს.

კვლევის ჩარჩოებში 2015 წელს ბიოლოგი არა მხოლოდ აკვირდებოდა ნიანგების ქცევას, არამედ ცხოველთა მოყვარულების მიერ სოციალურ ქსელში, ფორუმებში განთავსებული მრავალი გამოხმაურება შეისწავლა, კვლევის შედეგები ჟურნალ "Animal Behavior and Cognition"-ი
გამოქვეყნდა.

მიღებული მონაცემების თანახმად, ნიანგები საკმაოდ ემოციურები არიან და ზუსტად იგივე ტიპის თამაშები ანიჭებთ სიამოვნებას,
რაც ჩვენს შინაურ ცხოველებს.

მეცნიერმა შეძლო გამოეყო თამაშის სამი საბაზისო ტიპი, რომელიც მოსწონთ რეპტილიებს. კერძოდ, ესაა თამაში გარემო ობიექტებთან, დამოუკიდებელი ან სოციალური ამოცანები.
ასე მაგალითად, ახალგაზრდა ნიანგები ხშირად ერთობიან წყლის ზედაპირზე მოცურავე ობიექტებით: ნარჩენებით, ტოტებით, ფოთლებით, ხოლო ხმელეთზე ისინი სიამოვნებით აგორავებენ მრგვალ ობიექტებს. ნიანგს შეუძლია უბრალოდ, მხოლოდ სიამოვნებისთვის და არა ნადირობის მიზნით, გაცუროს ტალღაზე ნამდვილი სერფინგისტივით.

სოციალურ თამაშში იგულისხმება სხვა ნიანგებთან კონტაქტი. ნიანგები ხშირად ერთმანეთს ზურგით ასეირნებენ, ერთხელ კი მეცნიერმა შეამჩნია, თუ როგორ ეთამაშებოდა ახალგაზრდა რეპტილია წავს. კიდევ ერთი საოცარი მაგალითი იყო ნიანგის 20-წლიანი მეგობრობა ადამიანთან, რომელმაც ის სიკვდილისგან იხსნა.

დაჭრილი ნიანგი ზოოპარკში მოათავსეს და მას შემდეგ ყოველ ჯერზე, როდესაც მისი მხსნელი ნახულობს, ცხოველი მისდამი აშკარა მიჩვევას გამოხატავს და მოფერების უფლებას აძლევს.

ყველაფერი ეს ამტკიცებს იმას, რომ ნიანგები საკმაოდ ემოციურები არიან. ბიოლოგის თქმით, ზოოპარკებში, ფერმებზე, ნიანგების მოშენების ცენტრებში ათასობით ნიანგი ბინადრობს. თუ კი მათ სათამაშოებს დაურიგებენ და მისცემენ თამაშის საშუალებას სხვა ნიანგებთან, ეს მათ არსებობას უფრო კომფორტულსა და ბედნიერს გახდის.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?