ტაილანდში ტურისტებს "მშიერი ნიანგების" ატრაქციონზე სტუმრობას სთავაზობენ
ტაილანდში ტურისტებს  "მშიერი ნიანგების"  ატრაქციონზე სტუმრობას სთავაზობენ
"ჩინელმა ტურისტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა არასასიამოვნო ფოტოები, სადაც ბავშვები მშიერ ნიანგებს არც თუ ისე დაცული ბარიერიდან კვებავენ", - წერს "dailymail"-ი.

სურვილი გაქვთ, გამოსცადოთ საკუთარ თავი ექსტრემალურ სიტუაციაში? ამის შესაძლებლობა ყველას აქვს, ვინც ტაილანდს ესტუმრება.

ნიანგების პატრონმა სპეციალურად ტურისტებისთვის შექმნა ტივი, რომელიც დაცულია რკინის ბარიერითა და მავთულებით. ის 3 წელია, ამ ბიზნესითაა დაკავებული.

კერძოდ, ტურისტები თანხის სანაცვლოდ, შეჰყავთ წყლის სიღრმეში, სადაც ათობით მშიერი ნიანგი  მათ მიმართ აგრესიას გამოხატავს. 

Zooclub

ამ ფოტოების ტვიტერზე გავრცელების შემდეგ, უცნაური ატრაქციონით ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესდა.

"ეს ატრაქციონი იმდენად
საფრთხის შემცველად გამოიყურება, რომ არ შემეძლო გულგრილად ჩამევლო. ფოტოების გადაღების დროს, იქ ჩინელი ტურისტები იმყოფებოდნენ.
ზოგიერთი შეშინებულიც იყო, ხოლო სხვები აღფრთოვანებას გამოხატავდნენ", - წერს თვითმხილველი.

Zooclub

ფერმის მეპატრონე აცხადებს, რომ მისი ბიზნესი სრულიად უსაფრთხოა:

" ტივზე 15 ადამიანზე მეტს არ ვუშვებთ. პრობლემა არასოდეს გვქონია, სტუმრები კმაყოფილები არიან. ტურისტების უსაფრთხოებაზე მაქსიმალურად ვზრუნავთ."

Zooclub

სოციალურ ქსელში ცხოველების არასათანადო მოპყრობის ფაქტზეც დაიწერა კომენტარები. ცხოველთა დამცველებმა ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვნით მიმართეს, ტყვეობაში მყოფი ნიანგების ბედით დაინტერესებულიყვნენ.

ასევე იხილეთ:

ადამიანები მხოლოდ რამდენიმე დღე იწონებენ თავს ამ ნივთით, თუმცა, შემდეგ ცხოველი კვდება

საშინელი ატრაქციონი - იაპონიაში საციგურაო მოედანზე ათასობით თევზი გაყინეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?