30 წლის შემდეგ ოკეანეში არცერთი თევზი არ დარჩება და აი, რატომ...
30 წლის შემდეგ ოკეანეში არცერთი თევზი არ დარჩება და აი, რატომ...
ოკეანე - უზარმაზარი აკვარიუმი, სადაც მშვიდობიანად ცხოვრობს სხვადასხვა სახეობის თევზი. ყოველი შემთხვევისთვის, ასე იყო იმ დრომდე, სანამ ადამიანმა მისი დაცარიელება და დაბინძურება არ დაიწყო.

ბუნების ექსპლუატაცია კვლავ მიმდინარეობს. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ შესაძლოა, ზღვის სიღრმეები სრულიად დაცარიელდეს - თევზის გავრცელებული სახეობები გაქრეს.

Zooclub

ვერ იჯერებთ? აი, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს 2048 წლისთვის ადამიანის უპასუხისმგებლობას:

ცხოველთა უფლებების დაცვის აქტივისტის ქეით პაუელის თქმით, ყოველწლიურად ოკეანეში იჭერენ 2,7 ტრილიონამდე ზღვის ბინადარს. 2048 წლისთვის შესაძლოა, ისინი აღარ არსებობდნენ.

ზღვის ცხოველებს შორის მოიაზრება 50 მილიონზე მეტი ზვიგენიც,
რომლებიც ხშირად ხვდებიან თევზსაჭერ ბადეში. მათ მოკვლას სარგებელი არავისთვის მოაქვს.

Zooclub

ბუნებრივი საკვები ჯაჭვი ნადგურდება და ოკეანის
ბინადარი სახეობები სამუდამოდ ქრებიან.

პროფესორი კალუმ რობერტსი განმარტავს:

"დაცარიელდება ოკეანე - მოვკვდებით ჩვენც. ყოველწლიურად ჩვენ ვკლავთ იმაზე მეტ თევზს, რამდენ ადამიანსაც კი ოდესმე დედამიწაზე უცხოვრია. 

ოკეანეში დაჭერილი ბინადრების უმეტესობას ადამიანები უსარგებლო ნარჩენებად ყრიან: შესაძლოა, ეს იყოს არასათანადო ზომის თევზი, საკვებად გამოუსადეგარი სახეობა ან კვოტის გადაჭარბება.

ჩვენ არ შეგვიძლია, მუდმივად ავიღოთ იმდენი, რამდენიც გვინდა, რადგან ამ მოქმედებით ზღვის სიცოცხლეს ვანადგურებთ.

Zooclub

აუცილებელია ხელისუფალთა სურვილი, რათა ეს პრობლემა ყველასთვის ყურადსაღები იყოს. მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ საზრიანად - ამ მოქმედებით კაცობრიობა თავს აარიდებს ნეგატიურ შედეგებს."

დოკუმენტური ფილმის "Cowspiracy"-ის  რეჟისორი Keegan Kuhn-ის თქმით, წყლის დაბინძურების მთავარი მიზეზი მეცხოველეობაა. ცხოველები ამუშავებენ დიდი რაოდენობით ნარჩენებს, რომლებიც ხვდება საკანალიზაციო მილებში.

ბინძური წყალი ირეცხება ზღვაში და მის სიღრმეებს აზოტით აბინძურებს, შედეგად კი, ჟანგბადის უკმარისობით, გარშემო კლავს ყველაფერ ცოცხალს.

პაუელის თქმით, აუცილებელია სათანადო ზომების მიღება დღეს და არ უნდა ველოდოთ 2048 წელს, როცა ოკეანე მკვდარ ზონად გადაიქცევა.

Zooclub

ოკეანეში სიცოცხლის დაცვა ჯერ კიდევ არ არის გვიან - ამისთვის აუცილებელია, შეიცვალოს ადამიანების დამოკიდებულება ბუნების და ცხოველების მიმართ.

ადამიანები სასტიკად მხოლოდ ზღვის ბინადრებს არ ექცევიან.

ყოველ წუთს დიდ ბრიტანეთში კლავენ 15 000 ცხოველს. სწორედ ამდენი გვამი გაიგზავნება გადასამუშავებლად მას შემდეგ, რაც თქვენ ბოლომდე წაიკითხავთ ამ წინადადებას.

დაფიქრდით, როდესაც სიამოვნებით მიირთმევთ მორიგ "ჰამბურგერს". გაიაზრეთ ის ტანჯვა, რომელსაც განიცდიან ცხოველები, როდესაც სასაკლაოზე მიდიან.

Zooclub

წარმოიდგინეთ ბადეში  შემთხვევით გაბმული დაუცველი ზვიგენი. ის ხომ რამდენიმე წუთით ადრე ოკეანეში მშვიდობიანად ცურავდა.

"სასაკლაოს რომ შუშის კედლები ჰქონდეს, ყველა ვეგეტარიანელი გახდებოდა", - ეს პოლ მაკარტნის ცნობილი სიტყვებია.

ფერმის ცხოველები განიცდიან ისეთივე ტკივილს, როგორიც შეიძლება განიცადოს ჩვენმა შინაურმა ცხოველმა, რომელიც გვიყვარს და სიხარულს გვჩუქნის.

Zooclub

შესაძლებელია თუ არა დასრულდეს იმ სისასტიკის გამართლება, რასაც ცხოველები ფერმებში განიცდიან?

კითხვა კვლავ ღიად რჩება: რას აირჩევენ ადამიანები მომავალში - მილიონობით ცხოველის კეთილდღეობას და ეკოლოგიურ სტაბილურობას, თუ საკუთარი კუჭის სიამოვნებისთვის მუდმივ ზრუნვას? 

ასევე იხილეთ:

მეცნიერების დასკვნით, ოკეანეში ტროპიკული დაავადებები ვრცელდება, რაც ადამიანებს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის

მომვლელები გაოცებულნი იყვნენ, როდესაც დელფინმა საკუთარი შვილი მოკლა, მაგრამ ამას თავისი მიზეზი ჰქონდა

ეს მეთევზე ოკეანის სიღრმეში პოულობს ისეთ არსებებს, რომლებიც შეიძლება, მხოლოდ საშინელებათა ფილმებში იხილოთ
კორა
ასეტი ტიპის აპოკალიპტიკური სტატიები, უმეტეს შემთხვევაში, დაკვეთილია. რა თქმა უნდა, გაზვიადებულია საშიშროება. იგივე ტიპის მასალები 30-40 წლის წინათაც გვხვდებოდა. ზღვის მარაგები ულევია, ჭარბი თევზრეწვა არსებობს, მაგრამ, ამავე დროს, სახელმწიფოები მუდმივად ცდილობენ ამ პროცესების რეგულირებას, მათ შორის, საქართველოშიც.
sdsd
ეს ვეგეტარიანელის დაწერილია უეჭველი :D იფიფიფ მოდის ახალი წელი სებრაწული გოჭების სეზონი :D
mmm
რა კარგადაა დალაგებული სარწმუნოების რჩევა მარხვის შესახებ, განსაკუთრებით ქრისტიანული, რადგან მორწმუნე ქრისტიანი წელიწადის უმეტეს დროს არ ჭამს ცხოველურ საკვებს და ეს პერიოდი განსაკუთრებით ემთხვევა ცხოველთა გამრავლების პერიოდ, ანუ არ კლავენ ცხოველებს მაშინ, როცა მათ შეწყვილების და გამრავლების პერიოდი აქვთ, ხოლო თევზს ქვირითობის. განა ეს ცუდია? ფაუნასაც ვიცავთ და საკუთარ თავსაც სტომაქის ზრდისგან და ჯანმრთელობის დაკარგვისგან. ხორცსაც ვაამებთ და სულსაც. უფალიც შეგვეწევა თუნდაც მხოლოდ იმით რომ დედამიწას და მის ბინადართ გაუხანგრძლივდება არსებობის დრო.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?