ძაღლმა დედა კატა და 4 კნუტი გადაარჩინა (+ვიდეო)
ძაღლმა დედა კატა და 4 კნუტი გადაარჩინა (+ვიდეო)
გაიცანით ჯინა - სასტიკი პატრონისგან გადარჩენილი ძაღლი, რომელმაც  დედა კატა და 4 პატარა კნუტი ნაგვის ურნაში იპოვა.

ჯინა, რომელიც ბოქსიორის მეტისია, წლების მანძილზე ეზოში ჯაჭვით დაბმული იყო. მას პატრონი ხშირად სცემდა. ლეკვებიც ეყოლა, თუმცა, ტალახში გაიგუდნენ, რადგან ჯინა დაბმული იყო და მათი გადარჩენა ვერ შეძლო.

ძაღლი ყოველ დღე ტიროდა. მისი ხმა მეზობლებს გულს უკლავდა. საბოლოოდ, კეთილი ადამიანების დახმარებით ცხოველი პოლიციელებმა სასტიკი პატრონისგან იხსნეს. სწორედ, მას შემდეგ
დაიწყო ჯინას ახალი ცხოვრებაც.

ძაღლი ცხოველთა მოყვარულმა ქალმა მარიამ აიყვანა. მან პრიველად იგრძნო ადამიანისგან სიყვარული და მზრუნველობა, რაც აქამდე არასოდეს განუცდია.

ერთ დღეს, როცა ჯინა და მისი პატრონი სეირნობდნენ, ძაღლმა
ნაგავსაყრელთან შიმშილისგან დასუსტებული კატა და მისი კნუტები შეამჩნია. ის მარიას ანიშნებდა, რომ გაყოლოდა. ქალმა ცხოველები სახლში წაიყვანა და კატას ლუსი დაარქვა.

Zooclub

ჯინა საკუთარი შვილებივით უვლიდა კნუტებს. პატარა ცხოველებიც სითბოს გამოხატავდნენ მის მიმართ.

Zooclub

კატა ლუსი ჯინას პატრონმა აიყვანა, ხოლო კნუტების გაჩუქება სანდო ადამიანებზე გადაწყვიტა.

ჯინამ მაინც არ დაკარგა სიყვარულისა და თანაგრძნობის ინსტინქტი, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი წელი აუტანელ პირობებში გაატარა - პატრონი სცემდა, ლეკვები კი მის თვალწინ დაიღუპნენ. ის ლუსისთვის და მისი 4 კნუტისთვის ნამდვილი გმირი გახდა.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

პატრონი ძაღლის დახრჩობას ცდილობდა. გოგონა ძაღლის გადასარჩენად მდინარეში გადახტა…

ოცა ისინი ერთმანეთს 20 წლის შემდეგ შეხვდნენ, შიმპანზემ გაიხსენა ყველაფერი, რაც ამ ქალს მისთვის გაუკეთებია

ვარდისფერი კნუტი, რომელსაც სევდისმომგვრელი ისტორია აქვს
ბაჩა
გამარჯობათ, მეც ძაღლის გადარჩენილი ვარ... მოკლედ მოგიყვებით ჩემს ისტორიას. ბუნებრივი აირის საგდგურგასამართთან საიდან აღმოვჩნდი არ ვიცი, იქ ერთი ძაღლი ცხოვრობს, სამადლოდ მძღოლები აჭმევენ, ასეთ დროს მასთან მივირბენდი, არ მიბრაზდებოდა სიამოვნებით მიყოფდა. ერთ დღესაც ტაქსი გაჩერდა საიდანაც აახალგაზრდა გოგონა გადმოვიდა და პარკით საჭმელი დაუყარა ცუგოს, გარდა იმისა რომ გოგონამ საჭმელი მეც მაჭამა, მომეფერა კიდეც, გული საოცრად ამიჩქარდა, ასეთი მოფერება არასდროს არ მახსოვდა, გულში ჩამიხუტა. სადგურის თანამშრომელმა ჩემზე უთხრა ,,ყრუა, არაფერი ესმის, მახნჯია, ხედავ? სხვადასხვა ფერის თვალები აქვს, ალბინოსია”. გოგონამ უთხრა რომ საუკეთესო ჯიშის კატა ვარ და მე აუცილებლად პატრონი მეყოლებოდა წარსულში და რომ მე შესაძლებელია დაკარგული ვიყავი. შემდეგ წასვლა რომ დააპირეს, მე არ ვიცი რა დამემართა, პირდაპირ მანქანაში შევხტი და მის მუხლებზე მოვკალათდი. გოგონამ გულში ჩახუტებული მიმიყვანა სახლში, მაშინვე თბილი წყლით დამბანა და მოფერებით ყრუ-მუნჯ ბაჩუას მეძახდა, საბოლოოდ ,,ბაჩა” შემერქვა. დაბანილს და ნაჭამს როგორც გოგონამ თქვა 10 საათი გაუნძრევლად მეძინა, ეს იყო პირველი შემთხვევა რომ შიშის გარეშე მეძინა. როცა გავიღვიძე დავინახე უამრავი კატა და კნუტები (მათმა კნავილმა გამაღვიძა) გოგონა მათ ასაუზმებდა, მეც მათთან გავჩნდი, თუმცა ისინი აგრესიულად შემცხვდნენ და ახალდაბანილი თეთრი ქათქათა ბეწვი დამისვარეს. გოგონა მათ გაუბრაზდა და დაემუქრა თუ რამეს დამიშავებდნენ მათაც პრობლემები ექნებოდათ. მიუხედავად ამისა ისინი მაინც ცუდად მექცევიან, არ ვიცი რატომ, მათ არაფერს ვუშავებ, გოგონა მთელი დღე სამსახურშია, მის მოსვლამდე დამალული ვარ, რადგან საშინელ დღეში მაგდებენ. გოგონა ძალიან წუხს, ამბობს ,,ნეტავ შენი პატრონი გამოჩნდეს, შენ აუცილებდალ გყავდა პატრონიო”. მის გვერდით მძინავს, რადგან ერთი თვლი დამიზიანეს კატებმა. ხშირად ვფიქრობ, იქნებ მართლა მყავდა პატრონი, იქნებ ის წუხს ჩემს დაკარგვას და მეძებს? გამიჭირდება გოგონასთან განშორება მაგრამ იქნებ ჩემი ძველი პატრონიც მასავით კეთილია? მე ორი წლის თეთრი ლამაზი კატა ვარ, ერთი თვალი საოცრად ლამაზი მაქვს, ლურჯი, მეორე თაფლისფერი, მართალია ყურთ არ მესმის, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან თბილი და კეთილი გული მაქვს. გთხოვთ ხმა მიაწვდინეთ ჩემს ძველ პატრონს, უთხარით რომ წამიყვანონ თორემ ჩემს სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე დაემუქროს, სულ დამალული ხომ არ ვეყოლები ჩემს პატრონს მთელი ცხოვრება?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?