მეცნიერების დასკვნით, ოკეანეში ტროპიკული დაავადებები ვრცელდება, რაც ადამიანებს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის
მეცნიერების დასკვნით, ოკეანეში ტროპიკული დაავადებები ვრცელდება, რაც ადამიანებს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის
გლობალური დათბობების გამო, ოკეანეში ისეთი დაავადებები ვრცელდება, რომლებიც ცხოველებისა და ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს. „ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულ დასკვნამდე 80 მეცნიერი მსოფლიოს 12 ქვეყნიდან ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში მივიდა.

მეცნიერების დასკვნის თანახმად, 1970-იანი წლებიდან მსოფლიო ოკეანეებმა პლანეტის ტემპერატურის ზრდის 93 % შთანთქა ანუ გლობალური დათბობის პროცესში დედამიწის „ფარი“ გახდა. თუმცა, ამან ოკეანის ბინადრების ცხოვრების სისტემა სრულად შეცვალა.

კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე, პლანქტონებმა, მედუზებმა, წყლის კუმ და თევზების ზოგიერთმა სახეობამ იმ წყლებში გადაინაცვლეს, რომლებიც მათთვის სრულიად
უცხო იყო. ამ პროცესების გამო, თევზჭერის ჩვეული არეალიც იცვლება, რაც მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის
ქვეშ აყენებს. თუმცა, მეცნიერთა განმარტებით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ოკეანეში ტროპიკული დაავადებები ვრცელდება, რაც ადამიანებს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?