პროკურატურამ პირს, რომელმაც ცხოველი სასტიკად აწამა, ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ პირს, რომელმაც ცხოველი სასტიკად აწამა, ბრალი წარუდგინა
"რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ს.ზ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდება წარუდგინა", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 16 ივნისს რუსთავში, ბერიტაშვილის ქ. N6-ის ეზოში, ს.ზ.-მ ძაღლს რამდენჯერმე დაარტყა ჯოხი, რომელზეც დამაგრებული იყო ლითონის წვეტიანი დეტალი (ლურსმანი). ს.ზ.-ს მიერ ცხოველის მიმართ სასტიკმა მოპყრობამ ძაღლის სიკვდილი გამოიწვია. 

პროკურატურამ ს.ზ.-ს ბრალდების საქმეზე სასამართლოს უკვე მიმართა და აღკვეთის ღონისძიების სახით, 5000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდება მოითხოვა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას ან
გამოსასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე.


წყარო: interpressnews


kora
ძალიან კარგი, რომ ის ჯალათი კაცი დაისაჯა. მადლობა პროკურატურას.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?